Toyota Yaris World Rally Car under construction
8 დეკემბერი
„ტოიოტა“ თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „იარისს“ რალის
მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) სპეციფიკაციების შესაბამისად
ამზადებს. ეს ფაქტი საკმარისი საბაბია იმის სავარაუდოდ, რომ იაპონური კომპანია
რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას აპირებს. ამ ინფორმაციას, ბრიტანულ ჟურნალ
„ავტოქარის“ პარტნიორი გამოცემა, „მოტორსპორტ ნიუსი“ ავრცელებს.