Wednesday, December 4, 2013

„იამაჰა მოტივ.e“ - გორდონ მარის მორიგი შედევრი

Gordon Murray’s Microcar Project Morphs into Yamaha MOTIV.e at the Tokyo Motor Show
4 დეკემბერი

 ლეგენდარულმა ბრიტანელმა ინჟინერმა გორდონ მარიმ, საკუთარი პროექტი T.25/T.27, რომელიც მიკროავტომობილის შექმნას ითვალისწინებს, მოტოციკლების მწარმოებელ „იამაჰასთან“ ერთად განახორციელა და კონცეპტუალური „იამაჰა მოტივ.e-ს“ სახით, ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა.

ნიუ ჯერსი, მექსიკა და კორეა კალენდრიდან ამოვარდა

Motor racing-New Jersey, Mexico and S.Korea off 2014 calendar
4 დეკემბერი
ფორმულა ერთის მომავალი წლის კალენდარში ისევ 19 ეტაპია და არა 22, როგორც კალენდრის პირვანდელ ვარიანტში იყო. სამწუხაროდ, ჩემპიონატს ისევ ვერ უმასპინძლებენ მექსიკა და ნიუ ჯერსი, ასევე სამხრეთ კორეა. თუმცა, კალენდარში ორი ახალი ეტაპი მაინც გამოჩნდა - ავსტრიისა და რუსეთის. ოღონდ, ავსტრია ბრუნდება, რუსეთი კი პირველად უმასპინძლებს დიდ რბოლას. ავსტრიაში მასპინძელი „რედ ბული“ და მისივე სახელობის ტრეკი იქნება, რომელიც ზალცბურგის სიახლოვეს მდებარეობს. რუსეთში კი ტრეკი ქალაქ სოჭის ოლიმპიური სოფლის გარშემო გაივლის.

„ჰონდა“ მალე სრულიად ახალ „სივიკ ტაიპ R-ს“ გამოუშვებს

Honda Unveils Near Production 2015 Civic Type R VTEC Turbo
4 დეკემბერი
„ჰონდა“ მალე დაიწყებს სრულიად ახალი „სივიკ ტაიპ R-ის“ წარმოებას, რომელიც სრულიად ახალი, VTEC ტურბო ძრავითაა აღჭურვილი და რომლის შეძენის შესაძლებლობაც, ამ ავტომობილის ფანებს მალე მთელს მსოფლიოში მიეცემათ. ამასთან, ეს „ჰონდას“ პირველი ავტომობილი გახდება ევროპაში, რომელზეც იაპონური კომპანია VTEC ტურბო ძრავს გამოიყენებს.