Friday, November 29, 2013

გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ პრემიერა ლოს ანჯელესში

Land Rover Introduces New Range Rover LWB Variants Costing Up to $199,500 in LA
29 ნოემბერი
ეს არის ყველაზე ძვირი „რეინჯ როვერი“, რომელიც კი ოდესმე „ლენდ როვერს“ გამოუშვია. ამ ავტომობილით, ბრიტანული კომპანია თვით „ბენტლის“ უგზოობის მოდელსაც კი დაჩრდილავს. ის არ არის ჩვეულებრივი უგზოობის ავტომობილი, თუმცა „რეინჯ როვერის“ უბადლო პლატფორმა საშუალებას აძლევს. ის არც ჩვეულებრივი ლიმუზინია. გრძელბაზიან „რეინჯ როვერ LWB-ს“ ექსკლუზიური ვერსია „ავტობაიოგრაფი ბლექ“, ლუქსის კლასის სასტუმროს ნმერია ბორბლებზე. ან უფრო სწორედ, მაღალი კლასის ოფისი ბორბლებზე. ან, უკეთესი ეპითეტი თავადვე მოიფიქრეთ, ის ამას იმსახურებს!

ავსტრია ფორმულა ერთს მოუთმენლად ელის

Austrian Grand Prix sells out in three days
29 ნოემბერი
ავსტრიის დიდი პრიზი ფორმულა ერთის კალენდარს მომავალი სეზონიდან უბრუნდება. მაგრამ თუ მასზე დასწრება თავში გაივლეთ, უნდა დაგამწუხროთ - ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია! რბოლისთვის, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, ბილეთების გაყიდვა სამი დღის წინ დაიწყო და როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, უკვე ყველა ბილეთი გაიყიდა.

მალდონადო „ლოტუსში“ გადავიდა

Motor racing-Maldonado joins Grosjean at Lotus F1 team
29 ნოემბერი
„ლოტუსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, რომენ გროჟანს თანაგუნდელად პასტორ მალდონადო ეყოლება. ვენესუელელი პილოტი, რომელსაც სოლიდური სპონსორული მხარდაჭერა აქვს, ბრიტანულ საჯინიბოში კიმი რაიკონენის ადგილს დაიკავებს, რომელიც მერმისიდან „ფერარის“ ბოლიდით იასპარეზებს.

ჰორნერი: ფეტელს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია

Sebastian Vettel's Formula 1 best still to come, reckons Red Bull
29 ნოემბერი
ფორმულა ერთს სებასტიან ფეტელი ჯერ საუკეთესო ფორმაში არ უნახავს - ამბობს „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი. ფეტელმა ახლახანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა და თანაც, გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუდარებელი იყო - ზედიზედ ცხრა რბოლაში გაიმარჯვა, სულ კი სეზონის 19 ეტაპიდან 13 მოიგო. და მაინც, ჰორნერი დარწმუნებულია, რომ ფეტელს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

გენერლების შეფს „კადილაკ ელმირაჟი“ მოსწონს

GM Boss Says Elmiraj Is the Car Cadillac Needs, Hints at Production Model
29 ნოემბერი
პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის წლევანდელ ფესტივალზე, „კადილაკმა“ თავისი მორიგი კონცეპტუალური შედევრი, სახელად „ელმირაჟი“ წარადგინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მაგრამ „ჯენერალ მოტორსს“ მის წარმოებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. არადა, ამერიკული გიგანტის ვიცე პტრეზიდენტმა, ბობ ფერგიუსონმა, ვინც იმავდროულად, ბრენდ „კადილაკის“ შეფიცაა, განცხადა, ეს ავტომობილი საკმაოდ პრაქტიკულია იმისათვის, რომ კონვეიერზე დავაყენოთო. მაგრამ მას შემდეგ, „ელმირაჟი“ დავიწყებას მიეცა.