Friday, November 15, 2013

რაიკონენმა ოპერაცია გაიკეთა

Raikkonen surgery 'went well'
15 ნოემბერი
კიმი რაიკონენმა ზალცბურგის ჰოსპიტალში წელზე ოპერაცია გაიკეთა. ამ ინფორმაციას ფინური ტელეკომპანია „MTV სპორტი“ ავრცელებს. ტრავმა, რომლის გამოც ფინელმა მრბოლმა ოპერაცია გაიკეთა, მას დიდი ხანია, აწუხებს. მის გამო, სინგაპურის ეტაპის გამოტოვებასაც კი ფიქრობდა, თუმცა მაშინ გამაყუჩებლების წყალობით გაიქრო ტკივილები.

„ჰიუნდაი“ ახალ „სონატას“ ნიუ იორკის შოუზე გვიჩვენებს

2015 Hyundai Sonata confirmed for New York debut
15 ნოემბერი
ახლახანს „ჰიუნდაიმ“ თავის საშუალო ზომის სედან „სონატას“ მნიშვნელოვანი განახლება ჩაუტარა. პარალელურად კი წარმოებისთვის შემდეგი თაობის „სონატას“ ამზადებდა, რომლის პრემიერაც უკვე დაგეგმა - ამ ავტომობილს კორეელები პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე გვიჩვენებენ, რომელიც აპრილში გაიმართება. ეს ინფორმაცია, გამოცემა „ავტობლოგს“ პირადად დაუდასტურა „ჰიუნდაი ნორთ ამერიკას“ მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა.

თავისუფალი პრაქტიკები სქელი ნისლის აკომპანიმენტით

Red Bull comfortably quickest in second practice
15 ნოემბერი
ამერიკა ფორმულა ერთის სწრაფ ბიჭებსა და მანქანებს ისეთი სქელი ნისლით დახვდა, პირველი პრაქტიკის გადადება გახდა საჭირო. ნისლის გამო, ტრასაზე სამედიცინო და სამაშველო ვერტმფრენების დაჯდომა შეუძლებელი გახდა, რის გარეშეც, ორგანიზატორებმა სესიას მწვანე შუქი ვერ აუნთეს. მოგვიანებით, ნისლი გაიფანტა, მზემაც გამოანათა და რბოლაც დაიწყო, მაგრამ მალევე ისევ ვერტმფრენების პრობლემების გამო შეჩერდა.

„მაკლარენი“ P13-ს 2015 წელს გამოუშვებს

McLaren P13 Confirmed for 2015 Launch
15 ნოემბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „მაკლარენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავის ახალ, მესამე და ყველაზე იაფ სპორტულ ავტომობილს, სახელად P13, 2015 წელს გამოუშვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ავტომობილით უოკინგელები კონკურენციას „პორშეს“ პოპულარულ 911-ს და „აუდის“ R8-ს გაუწევს.

„რეინჯ როვერ ევოუკი“ „მწვანე ვაშლის“ კავალერი გახდა

Range Rover Evoque Wins 2013 Green Apple Award
15 ნოემბერი
გარემოს დაცვის თემაზე მომუშავე ბრიტანულ ჯგუფ „გრინ ორგანიზეიშნის“ (მწვანე ორგანიზაცია) მიერ ორგანიზებულმა გამოკითხვამ, ყველაზე ეკოლოგიურ მომცრო უგზოობის ავტომობილად, „ლენდ როვერის“ პოპულარული „რეინჯ როვერ ევოუკი“ დაასახელა. ამგვარად, „ევოუკი“ უკვე მეორედ მიიღებს პრიზს სახელად „მწვანე ვაშლი“. პირველად ამ ავტომობილმა აღნიშნული ჯილდო შარშან მოიპოვა.