Thursday, November 14, 2013

დარიო ფრანკიტიმ კარიერა დაასრულა

Motor racing-Franchitti announces retirement
14 ნოემბერი
ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულმა, შოტლანდიელმა დარიო ფრანკიტიმ თავისი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. სახელოვანმა მრბოლმა, თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ექიმების რჩევა დაასახელა. ერთი თვის წინ, ჰიუსტონში რბოლის მიწურულს მომხდარი მძიმე ავარიის შედეგად, ფრანკიტიმ ხერხემლის და თავის ტვინის სერიოზული ტრავმები მიიღო, ასევე მარჯვენა ფეხის ტერფი და ნეკნები მოიტეხა.

„ფოლკსვაგენს“ 2.64 მილიონი ავტომობილის სარემონტოდ გამოხმობა მოუწევს

VW recalling 2.64M vehicles worldwide over engine, light issues
14 ნოემბერი
ასე ხდება, როდესაც ამბიციები შესაძლებლობებს აღემატება. „ფოლკსვაგენს“ თავისი ყველა ბრენდით, მსოფლიო ლიდერობა აქვს მიზნად დასახული. და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე მიაღწევს კიდეც მას. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რიცხვებზე და ამბიციებზე გამოდევნებას ხარისხის გაუარესება მოჰყვება ხოლმე. ასე მოუვიდა „ტოიოტას“, რომელსაც მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდების შემდეგ, სხვადასხვა უწესივრობის გამო, მილიონობით ავტომობილის უფასო რემონტზე გახმობამ მოუწია. და როგორც ჩანს, ამავე გზაზეა „ფოლკსვაგენიც“...

„სუბარუ“ ლოს ანჯელესში კონცეპტუალურ „ლეგასის“ წარადგენს

2015 Subaru Legacy Concept Unveiled Ahead of LA Debut
14 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „სუბარუ“ კონცეპტუალურ სედან „ლეგასის“ წარადგენს, რომელიც კომპანიის განცხადებით, მოდელ „ლეგასის“ ბაზარზე გამოსვლიდან 25 წლის იუბილეს უკავშირდება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ მოდელის სტილის მომავალსაც წარმოგვიდგენს.

ჰულკენბერგმა რაიკონენის შეცვლა ვერ გარისკა

 Nico Hulkenberg: taking Kimi Raikkonen's Lotus seat too risky
14 ნოემბერი
ამ დღეებში პადოკში ხმა გავრცელდა, რომ თითქოს, დარჩენილი ორი რბოლისთვის „ლოტუსში“ ნიკო ჰულკენბერგის გადასვლას ხელი „ფერარიმ“ შეუშალა. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამაზე თავად გერმანელი მრბოლი ლაპარაკობს. ის აღიარებს, რომ კიმი რაიკონენის შეცვლა სარისკოდ ჩათვალა. ამის შემდეგ, „ლოტუსმა“ არჩევანი ჰეიკი კოვალაინენზე შეაჩერა.

„მაკლარენმა“ P1 მთლიანად გაყიდა

McLaren P1 is sold out
14 ნოემბერი
წელს სუპერ ავტომობილების ბაზარზე ერთბაშად სამი შედვრი გამოჩნდა. მაგრამ მყიდველთათვის არჩევანი უკვე ერთამდე შემცირდა - „ფერარიმ“ თავისი „ლაფერარი“ პრემიერამდე გაჰყიდა, ახლახანს გამოცემა „ტოპ გიარმა“ გამოაცხადა, რომ „მაკლარენსაც“ 375-ვე P1-ზე, რომლების გამოშვებასაც აპირებს, შეკვეთები უკვე მიღებული აქვს. ამგვარად, ბაზარზე მხოლოდ „პორშე 918 სპაიდერი“ რჩება.

„რეინჯ როვერ სპორტი“ ჟურნალ „პეტერსენ’ს 4X4-ის“ წლის ავტომობილია

Range Rover Sport named Petersen's 4X4 of the Year
14 ნოემბერი
ჟურნალი „პეტერსენ’ს 4-უილ & ოფ-როუდი“ 1983 წლიდან ატარებს კონკურსს, რომლის მიზანიც, წლის საუკეთესო ყველგანმავლის არჩევაა. ეს კონკურსი ყველაზე მეტჯერ „ჯიპის“ ავტომობილებს აქვთ მოგებული, რომლებიც საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს. სამაგიეროდ, ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ, მთავარ პრიზს „ლენდ როვერი“ მეორე ეუფლება. ორი წლის წინ, საუკეთესოდ „ლენდ როვერ LR4“ დასახელდა, ამჯერად კი ჟიურის რჩეული „რეინჯ როვერ სპორტი“ გახდა.

„მაკლარენში“ პერესს მაგნუსენი შეცვლის

Motor racing-Magnussen replaces Perez at McLaren for 2014
14 ნოემბერი
მას შემდეგ, რაც სერხიო პერესმა „მაკლარენთან“ დაშორების შესახებ ტვიტერით გამოაცხადა და ეს ინფორმაცია უოკინგელთა შეფმა მარტინ უიტმარშმაც არაოფიციალურად დაადასტურა, უკვე ფორმალობა იყო გუნდის მიერ პერესის შემცვლელად კევინ მაგნუსენის დასახელება. და ოფიციალურმა ინფორმაციამაც არ დააყოვნა - „მაკლარენმა“ მოკლე რელიზი გამოაქვეყნა, რომლითაც ადასტურებს, რომ მომავალ სეზონში ჯენსონ ბატონს თანაგუნდელად დანიელი მრბოლი ეყოლება.

კოვალაინენი „ლოტუსში“ რაიკონენის ადგილს დაიკავებს

Motor racing-Kovalainen replaces Raikkonen for last two races
14 ნოემბერი
დარჩენილ ორ რბოლაში, „ლოტუსში“ კიმი რაიკონენს მისი თანამემამულე ჰეიკი კოვალაინენი შეცვლის. რაიკონენი, ვისაც პილოტების კლასიფიკაციაში მესამე ადგილი უკავია, წელზე ოპერაციას გაიკეთებს. კოვალაინენი, ვინც გასული სეზონის მიწურულს, „კატერჰემში“ დაკარგა ძირითადი პილოტის ადგილი, ამავე გუნდის სარეზერვო პილოტია და პერიოდულად, თავისუფალ პრაქტიკებზეც გამოჩნდება ხოლმე.