Wednesday, November 6, 2013

„ჰიუნდაის“ მანქანით ტიერი ნოივილი იასპარეზებს

Hyundai signs Thierry Neuville for 2014 WRC season
5 ნოემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ჰიუნდაი მოტორსპორტმა“ კონტრაქტი გააფორმა ბელგიელ ტიერი ნოივილთან, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატში „ფორდის“ ავტომობილით ასპარეზობს და კლასიფიკაციაში მეორე ადგილი უკავია. 25 წლის პილოტმა კორეულ კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„იაგუარმა“ ახალი „F-ტაიპ კუპეს“ ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა

New Jaguar F-Type Coupe Teased, will Debut at LA and Tokyo Auto Shows
6 ნოემბერი
„იაგუარმა“ ინტერნეტით ახალი „F-ტაიპ კუპეს“ ფოტო ტიზერი გაავრცელა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე (19 ნოემბერს) გაიმართება, ერთი დღის შემდეგ კი მას ტოკიოს მოტორ შოუზეც წარადგენენ. ბრიტანული კომპანიის განცხადებით, ახალი „F-ტაიპ კუპე“ არის კონცეპტუალური C-X16-ის სერიული ვერსია და ის მეტწილად ალუმინისგანაა დამზადებული.

ჯეი მეისი „ფორდს“ ტოვებს

J Mays retiring from Ford design, succeeded by Moray Callum
6 ნოემბერი
„ფორდს“ მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მენეჯერი, კომპანიის მთავარი დიზაინერი ჯეი მეისი ტოვებს. ამ ადამიანმა ავტოინდუსტრიაში 33 წელი გაატარა, მათგან 16 ცისფერ ოვალში და არაერთ გამორჩეულ პროექტს უხელმძღვანელა. ამერიკული კომპანიის დიზაინის ხელმღვანელის პოსტზე მის ადგილს „ფორდის“ ჯგუფის დიზაინის ვიცე პრეზიდენტი მორეი კალუმი დაიკავებს, ვინც „იაგუარის“ დიზაინის დირექტორის, იან კალუმის ძმაა.

„რეინჯ როვერ სპორტი“ - უდაბნოს რაინდი

Range Rover Sport Sets Fastest Desert Crossing Time with Avg. Speed of 81.87 KM/H
6 ნოემბერი
„რეინჯ როვერ სპორტი“ კიდევ ერთი მიღწევის ავტორი გახდა - საუდის არაბეთში მდებარე ქვიშის უდაბნო „ცარიელი მეოთხედი“, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მკაცრი კლიმატით, უდიდესი ქვიშიან უდაბნოებს შორის და მეორე უდიდესი ყველანაირ უდაბნოებს შორის (საჰარას შემდეგ), რეკორდულ დროში გაიარა.

„დეველ სიქსთინ“ – არაბულ ჰიპერ ავტომობილი 5 000 ცხენით (ვიდეო)

2013 Dubai: 5000 HP Devel Sixteen
6 ნოემბერი
„ლამბორგინიმ“ წელს ორი ისეთი ჰიპერ ავტომობილი გვიჩვენა, მათზე აგრესიული გარეგნობის სხვა ავტომობილს ძნელად თუ წარმოიდგენდა ადამიანი. მაგრამ დიზაინრთა ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს. თანაც, „დეველ სიქსთინი“, რომელიც დუბაიშია შექმნილი, მარტო გარეგნობით როდი გამოირჩევა. ის 7.2-ლიტრიანი V16 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ოთხი ტურბოკომპრესორის დახმარებით... 5 000 ცხენის ძალას ავითარებს.