Tuesday, October 29, 2013

ფია-მ „რედ ბულის“ ძირი შეამოწმა

FIA checks Red Bull for bending floor
29 ოქტომბერი
მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში „რედ ბულის“ დომინაციის მიზეზებს სპეციალისტები წვრილმანებში ეძებენ და ხანდახან თითქოს პოულობენ კიდეც მათ, მაგრამ ავსტრიული გუნდი ყოველთვის ახერხებს თავის გამართლებას. გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ამ თემაზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

„ბირო“ - პატარა ელექტრომობილი მოსახსნელი აკუმულატორით

Biro electric car's battery can be removed for charging indoors
29 ოქტომბერი
გარდა იმისა, რომ თანამედროვე ელექტრომობილებს სვლის შედარებით მცირე სიშორე აქვთ და შედარებით ძვირადაც ფასობენ, მათ დამკვიდრებას ის ფაქტორიც აფერხებს, რომ ჯერჯერობით ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც ელექტრომობილების ენერგიით დამუხტვის სადგურების ქსელი მუშაობს. ამ პრობლემის მოგვარება, ებრაულ-ამერიკულმა კონსორციუმმა „ბეტერ პლეისმა“ სცადა, თუმცა საქმეს ბოლომდე ვერ მოაბა თავი და მუშაობა შეწყვიტა.

„ასტონ მარტინი“ „მერსედეს AMG-ს“ პლატფორმების გამოყენებას განიხილავს

Aston Martin considering Mercedes-AMG platforms
29 ოქტომბერი
„ასტონ მარტინი“ მალე ბრენდ „ლაგონდას“ აღადგენს. ამ სახელის მქონე პირველი კონცეპტუალური ავტომობილი ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენა კიდეც. ალბათ გახსოვთ, რომ ეს იყო ქროსოვერი, რომლის ბაზისადაც „მერსედეს-ბენცის“ უგზოობის GL-ის პლატფორმა გამოიყენეს. თანაც, ბრიტანულ და გერმანულ კომპანიებს, პარტნიორობა აქვთ გადაწყვეტილი. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალი „ავტოქარი“ იტყობინება, მათი პარტნიორობა ცალკეული ერთობლივი პროექტებით არ შემოიფარგლება.

როს ბრაუნი „მერსედესს“ ტოვებს

Ross Brawn to leave Mercedes at the end of the current F1 season
29 ოქტომბერი
ფორმულა ერთში კვამლი უცეცხლოდ რომ არ არსებობს, კიდევ ერთხელ დასტურდება - ბიბისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ სეზონის ბოლოს, „მერსედესს“ მისი შეფი როს ბრაუნი დატოვებს. ეს ვარაუდი ჯერ კიდევ მაშინ გამოითქვა, როცა სამქიმიანებში „მაკლარენიდან“ პადი ლოუ გადავიდა, „უილიამსიდან“ ტოტო ვოლფი მივიდა და ერთ-ერთი ხელმძღვანელის როლი ნიკი ლაუდას ჩაბარდა. ეს კაცი ამჟამად გუნდის ტექნიკურ შტაბს უძღვება და ამ საქმეში, ნაწილობრივ სწორედ ბრაუნის მოვალეობას ასრულებს.

„მაჰინდრამ“ ალექს იმნაძის „ფუტკარი“ მოიწონა

Mahindra Turns to IED for Some Conceptual Inspiration
29 ოქტომბერი
ინდური საავტომობილო კომპანია „მაჰინდრა ენდ მაჰინდრა“ და ტურინის დიზაინის ევროპული ინსტიტუტი (IED) ერთად მუშაობენ პროექტზე, რომლის მიზანსაც ისეთი კონცეპტუალური ქროსოვერების სერიის შემუშავება წარმოადგენს, რომლებშიც უგზოობის ავტომობილების და მინივენების თვისებები უნდა იყოს შერწყმული. ტრანსპორტის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები სპეციალურ კომიტეტს წარუდგინეს, რომელმაც შემდგომი განვითარებისთვის სამი კონცეპცია შეარჩია.