Monday, October 28, 2013

ჰამილტონი: ფეტელი შეიძლება ფ1-ის უდიდესი მრბოლი გახდეს

Lewis Hamilton: Sebastian Vettel could be greatest ever F1 driver
28 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონი დარწმუნებულია, რომ სებასტიან ფეტელს შეუძლია, ფორმულა ერთის ყველა დროის საუკეთესო მრბოლი გახდეს. გერმანელი მრბოლი ზაფხულის არდადეგების შემდეგ დაუმარცხებელია, ინდოეთში მოპოვებული ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით კი, მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე, მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ მეოთხე ტიტული გაინაღდა.

ახალმა „ფორდ მუსტანგმა“ გამოანათა

2015 Ford Mustang: C&D Says This is "Almost Definitely" It…
28 ოქტომბერი
რომელ ავტომობილზე ბჭობს წელს საავტომობილო სამყარო ყველაზე მეტს? იმაზე, რომელიც ჯერ არავის უნახავს. უფრო სწორედ, უკვე უნახავს, ოღონდ ძალიან ცოტას. პრესის წარმომადგენლებიდან ეს პატივი ამერიკულ ჟურნალ „ქარ ენდ დრაივერს“ ერგო, რომელმაც დეკემბრის ნომრის პირველი გვერდი, უახლეს „ფორდ მუსტანგს“ დაუთმო. იმავდროულად კი, ჟურნალის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და ფოტოები, მის ვებ გვერდზეც გამოქვეყნდა. ოღონდ, იქვე აღნიშნულია, რომ ფოტოები კომპიუტერულად დამუშავებული ესკიზებია რეალური ავტომობილისა, რომელიც დაახლოებით სწორედ ასეთი იქნება.