Thursday, October 24, 2013

სლოვაკურმა მფრინავმა ავტომობილმა პირველი ფრენა შეასრულა (ვიდეო)

Slovakian flying car take its first flight
24 ოქტომბერი
მფრინავი ავტომობილი, ან თუ გნებავთ, საგზაო თვითმფრინავი, ადამიანისთვის უცხო ხილი აღარაა - კომპანია „ტერაფუჯა“ ასეთ მანქანას, სახელად „ტრანსიშნს“, უკვე სერიულად აწარმოებს. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ერთადერთი მფრინავი ავტომობილი სულაც არ ყოფილა. სლოვაკეთში არსებობს მსგავსი ტიპის მანქანა, სახელად „აერომობილ 2.5“, რომელმაც პირველი სატესტო ფრენა ახლახანს შეასრულა.

„სუზუკი SX4 S-ქროსმა“ ევრო NCAP-ისგან 5 ვარსკვლავი დაიმსახურა

Suzuki SX4 S-Cross Receives 5-Star Euro NCAP Rating
24 ოქტომბერი
„სუზუკის“ უახლესმა ქროსოვერმა „SX4 S-ქროსმა“ წარმატებით ჩააბარა ევრო NCAP-ის გამოცდები - ქრეშ ტესტებზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ავტომობილმა კარგი შეფასებები მიიღო ზრდასრულ მგზავრთა დაცვის, მცირეწლოვან მგზავრთა უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დამხმარე სისტემების შეფასებისას.

„ფორდ ფოკუსი“ ისევ მსოფლიოს ბესტ სელერია

Ford Focus Remains Best-Selling Vehicle Worldwide in First Half of 2013
24 ოქტომბერი
ამ საკითხში „ფორდი“ და „ტოიოტა“ ვერ თანხმდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ ნეიტრალური მხარე, როგორიცაა მარკეტინგული კომპანია „პოლკი“, ამერიკული კომპანიის სასარგებლო შედეგებს იძლევა. კერძოდ, მისი მონაცემებით (მსოფლიოში მასზე სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხში არავის მოეპოვება), წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, „ფორდ ფოკუსი“ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.

„მერსედესმა“ პიტსტოპის რეკორდი გააუმჯობესა

Mercedes beats Red Bull's pitstop record
24 ოქტომბერი
იაპონიაში რბოლის დროს, „მერსედესმა“ პიტსტოპის სისწრაფეში „რედ ბულის“ რეკორდული დრო გააუმჯობესა. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, სამქიმიანებმა სუზუკაზე ერთ-ერთი პიტსტოპის დროს ოთხივე საბურავის გამოცვლას 2.02 წამი მოანდომეს. ეს კი 0.04 წამით ნაკლებია „რედ ბულის“ რეკორდზე.

მასა მოლაპარაკებას „უილიამსთან“ აწარმოებს

Massa confirms talks with Williams over 2014 Formula 1 drive
24 ოქტომბერი
ფელიპე მასამ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს „უილიამსთან“, სადაც შესაძლოა, პასტორ მალდონადო შეცვალოს. ბრაზილიელის გამოცდილების გარდა, ბრიტანული გუნდი მისი სპონსორებითაცაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ „უილიამსიდან“ მალდონადოს წასვლის შემთხვევაში, გუნდს მისი მთავარი სპონსორი, ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიაც დატოვებს და ამიტომ, გროველებს მისი შემცვლელი დასჭირდებათ.

„პორშე მაკანი“ სადებიუტოდ მზადაა

Porsche Just Can't Wait to Blow the Covers Off New Macan SUV
24 ოქტომბერი
ეს ავტომობილი მალე „პორშეს“ ბესტსელერი უნდა გახდეს. მის გამოსაშვებად, გერმანულმა კომპანიამ ლაიპციგის ქარხანა მნიშვნელოვნად გააფართოვა. და ბუნებრივია, „მაკანის“ პრემიერას არამხოლოდ ავტოსამყარო და მომავალი მყიდველი ელის მოუთმენლად, არამედ თავად „პორშეც“. ამაში გასაკვირი არაფერია - თავის დროზე, უგზოობის „კაიენმა“ ცუფენჰაუზენელებს უზარმაზარი მოგება მოუტანა. ახლა კი „მაკანისგანაც“ იგივეს ელიან.

„ჰიუნდაიმ“ ახალი „ჯენეზისის“ ესკიზები გვიჩვენა

Hyundai Releases Official Renderings of All-New 2015 Genesis Sedan
24 ოქტომბერი
დამთავრდა ტესტების და კამუფლაჟის დრო და „ჰიუნდაიმ“ თავისი ახალი ფლაგმანის, სედან „ჯენეზისის“ ტიზერის ნაცვლად, მისი ესკიზები გამოაქვეყნა. მათზე იმ ავტომოვილს ვხედავთ, რომელიც მალე გამოჩნდება კორეული კომპანიის დილერთა შოურუმებში. ისევე როგორც პირველი „ჯენეზისი“ მეორეც ალბათ პირველად კორეის ბაზარზე გამოჩნდება, შემდეგ კი სავარაუდოდ, მას დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგენენ - რაც უნდა იყოს, ამერიკა ამ ავტომობილის მთავარი ბაზარია.