Monday, October 21, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ ახალი C-კლასის ინტერიერი გვიჩვენა

New 2015 Mercedes-Benz C-Class Interior Uncovered in Official Shots
21 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცი“ პრემიერისთვის C-კლასის სედანს ამზადებს და სანამ ახალ ავტომობილს გვიჩვენებს, მისი ინტერიერის ფოტოები გაავრცელა. პირველივე შეხედვით, ამ სალონს უფრო პატარა CLA-ს კაბინას მიამსგავსებთ. მაგალითად, ერთნაირია საჭის რგოლი, მაჩვენებლების დაფა, სავენტილაციო მილების განლაგება. 

„მაკლარენი 2015“ - ალონსო და მაგნუსენი

McLaren to have Magnussen, Alonso in 2015 - report
21 ოქტომბერი
დანიური გაზეთი „ეკსტრა ბლადეტი“ წერს, რომ 2015 წლის სეზონში „მაკლარენის“ პილოტები ფერნანდო ალონსო და კევინ მაგნუსენი იქნებიან. 21 წლის დანიელი მრბოლი, ვისაც „მაკლარენი“ უწევს პროტეჟირებას, ახლახანს სერია ფორმულა რენო 3.5-ის ჩემპიონი გახდა და სპეციალისტები მას წარმატებულ მომავალს უწინსწარმეტყველებენ.

„მაკლარენმა“ P1-ის დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა

McLaren Confirms Final Specs for P1
21 ოქტომბერი
„მაკლარენმა“ თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ P1-ის დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა, რომლებიც გაცილებით სჯობს პირვანდელ მონაცემებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარება, რომელსაც უოკინგელთა სიამაყე 2.8 წამში ახერხებს. ასევე შთამბეჭდავია 0-200 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო - 6.8 წამი. დაბოლოს, P1-ს სამართლიანად შეიძლება იამაყოს 0-300 კმ/სთ-მდე აჩქარების დროით - 16.5 წამი. ეს 5.5 წამით ნაკლებია ლეგენდარული „მაკლარენ F1-ის“ ანალოგიურ აჩქარებაზე. დაბოლოს მაქსიმალური სიჩქარე - 350 კმ/სთ.

ბარიკელო აღიარებს, რომ ფ1-ში დაბრუნებას ვერ ახერხებს

Barrichello admits F1 return in 2014 unlikely
21 ოქტომბერი
როგორც ჩანს, ბრაზილიელი პილოტისთვის, ვისაც ფორმულა ერთში ყველაზე მეტ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ფ1-ის კარიერას გაგრძელების პერსპექტივა აღარ აქვს. სამაგიეროდ, ბრაზილიის სტოკ ქარის ჩემპიონატში გააგრძელებს ასპარეზობას. ეს ყველაფერი რუბინიუმ თავად აღიარა იმის პასუხად, რომ პადოკში გავრცელებული ხმებით, მას მალე ფ1-ის რომელიმე გუნდში ვიხილავდით.