Friday, October 18, 2013

დომენიკალი: „ფერარიში“ ალონსოს ეპოქა ახლა იწყება

Ferrari's Alonso era only beginning - Domenicali
18 ოქტომბერი
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ გუნდში ფერნანდო ალონსოს ეპოქა მხოლოდ ახლა იწყება. ამგვარად, მან გადაფარა ის ჭორები, რომელთა შესაბამისადაც, ალონსო დაიღალა „ფერარის“ არაკონკურენტუნარიანობით, რასაც უკვე ოთხი სეზონია, ბოლო არ უჩანს და ამის გამო, „რედ ბულში“ გადასვლას, ან „მაკლარენში“ დაბრუნებას აპირებს.

„ნისანმა“ შეიძლება ელექტრული „ქაშკაი“ გამოუშვას

Electric Nissan Qashqai "a possibility"
18 ოქტომბერი
„ნისანის“ ხელმძღვანელობა, შემდეგი თაობის ქროსოვერ „ქაშკაის“ ბაზაზე ელექტრომობილის გამოშვებას არ გამორიცხავს. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, იაპონური კომპანიის ევროპული შტოს გაყიდვებისა და მარკეტინგის შეფმა გიიომ კარტიემ განაცხადა, რომ ასეთი ავტომობილი უახლოეს მომავალში ბაზარზე ვერ მოხვდება, თუმცა დასძინა, რომ მისი წარმოებისთვის მწვანე შუქის ანთებას არ გამორიცხავს.

როიტერსის ცნობით, „ფისკერი“ ჰონ კონგელმა მილიარდერმა შეიძინა

Fisker loan likely won by Hong Kong tycoon
18 ოქტომბერი
ამერიკულ კომპანია „ფისკერს“, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდულ სპორტულ სედან „კარმას“ (ფოტოზე) აწარმოებს, შესაძლოა მალე ჰონ კონგში ბაზირებული საინვესტიციო ჯგუფის საკუთრება გახდეს. ეს ჯგუფი ადგილობრივ უმდიდრესი ადამიანის, კაშინ ლის (ფორბსის ინფორმაციით, მისი ქონება 25.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული) უმცროს შვილს, რიჩარდ ლის ეკუთვნის, ვინც ერთ დროს „ფისკერის“ ინვესტორი იყო.

„ლამბორგინი“ ღია „ვენენოსაც“ გამოუშვებს

Are you the Lamborghini Veneno Roadster?
18 ოქტომბერი
„ლამბორგინიმ“ თავისი ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი მოდელის, „ვენენოს“ ღია ვერსიის ფოტოები გამოაქვეყნა, რისთვისაც ბრიტანულ ჟურნალ „ტოპ გიარის“ ვებგვერდი გამოიყენა. ამ უკანასკნელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ავტომობილი მუდმივად ღია იქნება ყოველგვარი მოსახსნელი სახურავის გარეშე, რისი წყალობითაც, „მის მფლობელებს მართვით სიამოვნების მიღება გარანტირებული ექნებათ“.

„უილიამსში“ მალდონადოს მასა შეცვლის?

Maldonado exit opens Williams door for Massa
18 ოქტომბერი
თუ პასტორ მალდონადო „უილიამსს“ დატოვებს, მაშინ ბრიტანულ გუნდში გზა ფელიპე მასას გაეხსნება - ასეთ ვერსიას ავრცელებს ბრაზილიური გაზეთი „ო ეშტადუ დე სან პაულუ“. ცნობილი რეპორტიორი ლივიუ ორიკიო ირწმუნება, რომ ამჟამად ვენესუელელი მრბოლის მენეჯერები და სპონსორები მოლაპარაკებას აწარმოებენ „უილიამსის“ ხელმძღვანელობასთან, რათა მიაღწიონ მათ შორის არსებული კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას.

„ჰიუნდაის“ ახალი „ჯენეზისი“ პრემიერისთვის მზადაა

New 2014 Hyundai Genesis Sedan Scooped Completely Naked!
18 ოქტომბერი
მალე „ჰიუნდაი“ თავისი ფლაგმანის, მეორე თაობის სედან „ჯენეზისის“ კორეულ პრემიერას ჩაატარებს. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი ინტერნეტით ამ ავტომობილის ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ის კამუფლაჟის გარეშეა. ახალ სტილში შესრულებული ავტომობილის მსოფლიო პრემიერა დტროიტის მოტორ შოუზე, იანვარში ჩატარდება.

„ფორდი“ მალე ახალი „მუსტანგის“ სტილს გვიჩვენებს

Ford offers auto writers a look at redesigned Mustang next week
18 ოქტომბერი
მოლოდინი თითქმის დასრულდა - „ფორდი“ მალე თავისი სრულიად ახალი „მუსტანგის“ სახეს გვიჩვენებს. ავტომობილს, რომელსაც მალე 50 წელი შეუსრულდება, პირველად ამ წლის ბოლოს გვიჩვენებენ. მანამდე კი, ცისფერმა ოვალმა, ავტომობილების თემაზე მწერალი წამყვანი ჟურნალისტები (მათ შორის ევროპელებიც) დირბორნის შტაბ-ბინაში, სპეციალურ ჩვენებაზე დაპატიჟა, სადაც მათ ახალ ავტომობილზე თვალის ერთი შევლების საშუალებას პირდება.