Sunday, October 13, 2013

ჯესი კომბსი - უსწრაფესი ქალი ოთხ ბორბალზე (ვიდეო)

List host Jessi Combs hits 440 mph, becomes World's Fastest Woman On Four Wheels
13 ოქტომბერი
ამერიკელმა ჯესი კომბსმა, ოთხბორბლიანი მანქანებისთვის ქალთა სიჩქარის სახმელეთო რეკორდი დაამყარა - ახლახანს მან ელვორდის უდაბნოს გამშრალი ტბის ფსკერზე რბოლისას, ორი ცდის ჯამში, საშუალოდ 632.47 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ზებგერითი „ჩრდილოამერიკული არწივით“ ასპარეზობისას, სიჩქარემ 709.25 კმ/სთ-საც კი მიაღწია.

ალონსო ქულების რეკორდსმენია

Points record gives Alonso something to celebrate
13 ოქტომბერი
ფერნანდო ალონსომ ზედიზედ მეორედ გაუშვა ხელიდან მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულის მოპოვების შანსი, მაგრამ ერთი მიღწევით მაინც ინუგეშებს თავს - იაპონიის დიდ პრიზზე მოპოვებული 12 ქულის წყალობით, ფორმულა ერთის კარიერაში მოპოვებული ქულების მიხედვით, ის რეკორდსმენი გახდა. ესპანელმა მრბოლმა თვით მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

მარია დე ვილოტა ტვინის ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

Autopsy shows 'natural' death for de Villota
13 ოქტომბერი
სევილიას პოლიციის და მედიკოსთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ მარია დე ვილოტას სიკვდლი იმ ტრავმის შედეგია, რომელიც ესპანელმა მრბოლმა ერთი წლის წინ, ბრიტანეთში ჩატარებული ტესტებისას მომხდარი ავარიის შედეგად მიიღო. სიკვდილის მიზეზი, თავის ტვინში სისხლჩაქცევების შედეგად გამოწვეული გულის შეტევა გახდა.

ათი ქულა ზედიზედ მეოთხე ტიტულამდე

Motor racing-Vettel wins in Japan but no title yet
13 ოქტომბერი
მართალია, სებასტიან ფეტელმა იაპონიის დიდი პრიზის რბოლისას, პელოტონის სათავეში მხოლოდ 11 წრე გაატარა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაეკავებინა. და ახლა ათი ქულაღა სჭირდება, რათა ზედიზედ მეოთხე ტიტული ინდოეთშივე გაინაღდოს. 26 წლის გერმანელმა, იაპონიაში ბოლო ხუთ სეზონში მეოთხე, ამ სეზონის განვლილ 15 ეტაპზე მეცხრე, ზედიზედ მეხუთე და კარიერაში 35-ე რბოლა მოიგო.

პაიკს პიკის რეკორდსმენ „რეინჯ როვერ სპორტს“ საქართველოშიც შეიძენთ

12 ოქტომბერი
ამ ავტომობილით „ლენდ როვერი“ საფუძვლიანად ამაყობს. ძალიან წარმატებული „რეინჯ როვერ ევოუკის“ შემდეგ, ბრიტანულმა კომპანიამ ჯერ თავისი ახალი ფლაგმანი - უგზოობის ლიმუზინი „რეინჯ როვერი“ გამოუშვა, მას კი მალევე მოჰყვა უფრო ტემპერამენტიანი „რეინჯ როვერ სპორტი“, რომელმაც როგორც იქნა, საქართველომდეც მოაღწია. თავისი ახალი ავტომობილის პრეზენტაცია, ბრიტანული კომპანიის ავტომობილების ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში, „GT მოტორსმა“ მთაწმინდის პარკში, გიგანტური ბორბლის ქვეშ არსებულ დარბაზში მოაწყო.