Friday, October 11, 2013

მარკ ვებერი პოულზე

Motor racing-Webber on pole ahead of Vettel in Japan
12 ოქტომბერი
მარკ ვებერმა გაიხსენა, რომ არცთუ შორეულ წარსულში, ისიც ახერხებდა საკვალიფიკაციო რბოლებში თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის დამარცხებას და იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოიგო. ის ერთადერთი პილოტია, რომელმაც წრე წუთსა და 31 წამზე ნაკლებში გაიარა და უკან მოიტოვა არამხოლოდ ფეტელი, არამედ ლუის ჰამილტონიც, ვინც როგორც წესი, თავისი „მერსედესით“ ყოველთვის პოულისთვის იბრძვის.

ალონსო შეიძლება „მაკლარენში“ დაბრუნდეს

Fernando Alonso returns with McLaren in 2015
11 ოქტომბერი
ესპანური გამოცემა „F1 ალდია“ იტყობინება, რომ ფერნანდო ალონსო 2015 წლის სეზონიდან „მაკლარენში“ დაბრუნდება. გამოცემა ირწმუნება, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. თუმცა, „მაკლარენის“ შეფ მარტინ უიტმარშს სურს, რომ ესპანელი მასთან მომავალი სეზონიდანვე გადავიდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბრიტანულ გუნდთან სპონსორობას აპირებს დაუსახელებელი კომპანია, რომელიც უოკინგელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფინანსებს, თუ მათ პილოტად ალონსო ეყოლებათ.

ახალი „მინი“ სადებიუტოდ ემზადება

Mini reveals tech details for new 2013 Mini Cooper
11 ოქტომბერი
ახლოვდება ახალი თაობის „მინი კუპერის“ დებიუტის დრო და ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც „ბეენვეს“ ჯგუფის წევრია, ახალი ავტომობილის შესახებ, პირველი ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ავტომობილის ძრავების გამაში სრულიად ახალი აგრეგატები შევა, რომელთა წყალობითაც, ავტომობილი ტემპერამენტიანიც იქნება და ეკონომიურიც. გარდა ამისა, „მინის“ სამსახურში ჩადგება სრულიად ახალი, ადაპტირებადი საკიდარი.

ფ1-ის პილოტი მარია დე ვილოტა სასტუმროში გარდაცვლილი იპოვნეს

Formula 1 Test Driver Maria de Villota Found Dead in Hotel Room
11 ოქტომბერი
მას შანსი ჰქონდა, ფ1-ის რბოლებში მიეღო მონწილეობა, რომ არა შარშან, ტესტების დროს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც, მძიმე ტრავმა მიიღო და მარჯვენა თვალი დაკარგა. სამწუხაროდ, ესპანელი მრბოლი, სევილიის პოლიციამ, ადგილობრივ სასტუმროშ გარდაცვლილი იპოვნა. პოლიციის წინასწარი ვარაუდით, გარდაცვალება ბუნებრივმა მიზეზმა გამოიწვია. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის.

ისევ ფეტელი და ჰამილტონი

Motor racing-Vettel fastest in Suzuka practice
11 ოქტომბერი
ალბათ ვერ წარმოიდგენთ დარჩენილი რბოლების თავისუფალ პრაქტიკებს, რომელთა ცხრილის სათავეშიც სებასტიან ფეტელი, ან ლუის ჰამილტონი არ იქნებიან. ერთადერთი, ვისაც მათი ჰარმონიის დარღვევა შეუძლია, ნიკო როსბერგია, რომელიც სტაბილურად მოწინავეთა შორისაა ხოლმე, მაგრამ ბოლო ხანს, პირველ საფეხურზე ვეღარ დგება. სუზუკაზეც ასე მოხდა - ჯერ ჰამილტონმა აჩვენ საუკეთესო შედეგი, მეორე პრაქტიკაზე კი ცხრილის სათავეში ის ფეტელმა ჩაანაცვლა, რომელიც ორი ვარჯიშის ჯამშიც უსწრაფესი გახდა და ერთადრთი პილოტია, ვინც წრის 1:34-ზე ნაკლებში გავლა შეძლო.