Thursday, October 10, 2013

პიეკინში სმოგის გამო მაგისტრალები და აეროპორტი დაკეტეს

Beijing shuts down highways, airport in fight against smog
10 ოქტომბერი
უკვე რამდენიმე წელია, ჩინეთის მთავრობა დიდ ქალაქებში სმოგს ებრძვის. ამ მხრივ განსაკუთრებულად სავალალო მდგომარეობა პეკინშია, რომლის ხელისუფლებაც ყველანაირად ცდილობს გამონაბოლქვის წყაროების შეზღუდვას. შემოიღეს ეგრეთ წოდებული გამონაბოლქვის გადასახადები, მოსახლეობას შინ მეტი დროის გატარებას ურჩევენ, მხარს უჭერენ და ახალისებენ ელექტრომობილების მყიდველებს, ზღუდავენ მართვის ლიცენზიის გაცემას...

22 მსოფლიო პრემიერა ლოს ანჯელესის ავტო შოუზე

LA Auto Show Confirms 22 World Premieres, Including Juke NISMO RS
10 ოქტომბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუს ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ წლევანდელ გამოფენაზე 22 მსოფლიო პრემიერა და 56 ავტომობილის დებიუტი შედგება. გამოფენა სტარტს 22 ნოემბერს აიღებს და 1 დეკემბერს დასრულდება. შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი იქნება „პორშეს“ სრულიად ახალი მოდელი „მაკანი“, რომლის გარდა, გერმანული კომპანიის სტენდზე კიდევ ორი ახალი ავტომობილი დადგება.

ალონსო: მასა რაიკონენზე ნელი არ არის

Fernando Alonso: Felipe Massa not slower in F1 than Kimi Raikkonen
10 ოქტომბერი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ კიმი რაიკონენი „ფერარის“ ბევრი ვერაფრით შეცვლის და მიაჩნია, რომ ფელიპე მასა თავის მომავალ თანაგუნდელზე ნელი არ არის. ამასთან ის დასძენს, რომ იტალიური საჯინიბოს შედეგები მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კონკურენტუნარიან მანქანას შექმნიან მარანელოში.

„ლენდ როვერი“ „დიფენდერის“ წარმოებას შეწყვეტს

Land Rover says it will end Defender production
10 ოქტომბერი
„ლენდ როვერმა“ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უგზოობის ლეგენდარული „დიფენდერის“ წარმოების შეწყვეტას აპირებს. კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპს“ განუცხადა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ძველი ავტომობილი ვეღარ დააკმაყოფილებს საკანონმდებლო მოთხოვნებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა საკანონმდებლო მიზეზებზეა საუბარი.

„ფორდის“ ძრავიანმა პროტოტიპმა დეიტონას რეკორდი დაამყარა

Ford-Powered USCC Prototype Breaks Daytona Lap Speed Record with 223MPH (359KM/H)
10 ოქტომბერი
26 წელი გავიდა მას შემდგ, რაც ამერიკელმა ბილ ელიოტმა, „ფორდ ტანდერბირდით“ დეიტონას წრის გავლის საშუალო სიჩქარის რეკორდი - 338.548 კმ/სთ დააფიქსირა. ეს 1987 წლის დეიტონას 500 მილის საკვალიფიკაციო სესიაზე მოხდა. ამჯერად კი რეკორდი ახალი სარბოლი ავტომობილის სპეციალური ტესტირებისას დამყარდა, რომლის მიზანიც სწორედ ტრასის ახალი რეკორდის დამყარება იყო.

„ფორდ მუსტანგი“ ლას ვეგასის შოუსთვის

Ford Previews 605HP Vortech-Supercharged Mustang for SEMA Show
10 ოქტომბერი
ცოტაც და „ფორდი“ საავტომობილო საზოგადოებას სრულიად ახალსა და რადიკალურად განსხვავებულ „მუსტანგს“ წარუდგენს. თუმცა სანამ ეს მოხდება, ამერიკულმა კომპანიამ ახლანდელი „მუსტანგის“ სპეციალური კონცეპტუალური ვერსია ლას ვეგასის SEMA-ს შოუსთვის მოამზადა. პროექტის სრული სახელწოდებაა „პროჯექტ იელოუ ჯეკეტ ფორდ მუსტანგი“ და ის კომპანია „ვორტეკ სუპერჩერჯერსის“ სპეციალისტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

მალდონადოს „ლოტუსში“ გადასვლა სურს

Maldonado makes approach to Lotus
10 ოქტომბერი
პასტორ მალდონადოს „უილიამსთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, მაგრამ მის დატოვებას უკვე ცდილობს. როგორც გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იტყობინება, ვენესუელელი მრბოლი „ლოტუსს“ დაუკავშირდა, რომელსაც კიმი რაიკონენის ადგილის დაკავება შესთავაზა.

ნიუი იაპონიის რბოლას არ დაესწრება

Absent Newey would miss Vettel's title win in Japan
10 ოქტომბერი
„რედ ბულის“ საჩემპიონო ავტომობილების მთავარმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ, ვინც გუნდს ყოველთვის თან ახლავს ხოლმე რბოლებზე, გადაწყვიტა, არ დაესწროს იაპონიის დიდ პრიზს, რომელზეც შესაძლოა, სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეოთხე ტიტული გაინაღდოს. ის საჯინიბოს ბაზაზე, მილტონ-კეინსში დარჩა, რათა ადგილზე გააკონტროლოს ახალი ავტომობილის შემუშავების პროცესი.