Monday, October 7, 2013

„ტოიოტა კოროლამ“ ქრეშ ტესტი ჩააგდო

New Toyota Corolla Fails to Impress in IIHS Small Overlap Test
7 ოქტომბერი
მართალია, ევრო NCAP-ის ტესტებზე „ტოიოტა კოროლას“ კარგი შედეგები ჰქონდა, მაგრამ მისმა ამერიკულმა ვერსიამ, ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) ქრეშ ტესტები ცუდი შედეგით დაასრულა. ამის მთავარი მიზეზი კი მცირე გადაფარვით შეჯახებისას დაფიქსირებული ცუდი შედეგებია. კერძოდ, ავტომობილმა შეფასება „ტოპ სეიფტი პიკ“ მიიღო, მაგრამ პლუსის გარეშე, რაც იაპონური კომპანიისთვის არასასურველი შედეგია.

„ჰიუნდაის“ კონცეპტუალური „ჯენეზის კუპე ლეგატო“

Hyundai Preps 400HP Genesis Coupe Legato Concept for SEMA Show
7 ოქტომბერი
კორეული კომპანია ამ ავტომობილსაც ლას ვეგასის ავტო შოუ SEMA-სთვის ამზადებს, სადაც სულ სამი კონცეპტუალური ავტომობილით წარსდგება. მათგან ერთია „ჯენზის კუპეს“ 1 000-ცხენისძალიანი ვერსია, რომელიც კომპანია „ბისიმოტოსთან“ ერთადაა შექმნილი, მეორე კი „ველოსტერ ნაით რეისერი“, გაცილებით „მშვიდი“ (250 ცხ.ძ) ავტომობილი, აგრესიული გარეგნობით.

ოჟიემ ჩემპიონობა გამარჯვებით აღნიშნა

Rallying-Ogier celebrates title with France win
7 ოქტომბერი
სებასტიან ოჟიემ თავის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული ჯერ კიდევ საფრანგრთის რალის პირველივე დღის სუპერ სპეცმონაკვეთზე გასვლამდე გაინაღდა. ახალმა ჩემპიონმა 12.2 წამით აჯობა ესპანელ დანი სორდოს, რომელთანაც მხოლოდ 7.3 წამი წააგო ფინელმა იარი-მატი ლატვალამ. სამაგიეროდ, ლოებმა ხელმოცარულმა დატოვა რალის მსოფლიო ჩემპიონატი - მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს პირველივე დღეს ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ლოებს და მის ნავიგატორ დანიელ ელენას ტრავმა არ მიუღიათ. 

ფრანკიტის ავარია ჰიუსტონში

Franchitti and spectators injured in IndyCar crash
7 ოქტომბერი
ინდიქარ-ის ჰიუსტონის რბოლის მიწურულს, მძიმე ავარია შეემთხვა ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულსა და ინდიქარ-ის ოთხგზის ჩემპიონს, შოტლანდიელ დარიო ფრანკიტის. ჩიპ განასის გუნდის 40 წლის ვეტერანი, მაღალი სიჩქარით მოსახვევის გავლისას, უკნიდან იაპონელი ტაკუმა სატოს მანქანას შეეჯახა. შეჯახება ბორბლებით მოხდა, რამაც ფრანკიტის მანქანა ჰაერში ააფრიალა და ბეტონის კედლის თავზე აღმართულ დამცავ ბადეზე მიაგდო. მანქანმ რამდენიმე ბრუნი შეასრულა, ბადეც მოარღვია და ტრასაზე პრაქტიკულად დაშლილი დაეცა. შემთხვევამ, ფრანკიტის გარდა, 13 მაყურებელი და ერთი ტრასის თანამშრომელიც დააზიანა.