Friday, October 4, 2013

ფეტელი ისევ პოულზეა

Motor racing-Vettel on pole position for Korean Grand Prix
5 ოქტომბერი
მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა კორეის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ზედიზედ მეოთხე ტიტულს. მან 0.218 წამით აჯობა ლუის ჰამილტონს, რომელსაც 0.044 წამით ჩამორჩა ფეტელის თანაგუნდელი მარკ ვებერი. თუმცა, ვებერი სტარტზე მე-13 ადგილს დაიკავებს, რადგან სინგაპურის რბოლის შემდგომ, ფერნანდო ალონსოს მანქანით „მგზავრობისთვის“ ათადგილიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

სარბოლო „ფერარი 250 GTO“ 52 მილიონ დოლარად გაიყიდა

Mystery Man Breaks All Records Paying $52 Million for 1963 Ferrari 250 GTO Racer
4 ოქტომბერი
ამიერიდან, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირი ავტომობილი, 1963 წელს გამოშვებული სარბოლო „ფერარი 250 GTO“ იქნება. როგორც სააგენტო ბლუმბერგი იუწყება, ის კონექტიკუტელმა კოლექციონერმა პოლ პაპალარდომ, უცნობ კოლეგას 52 მილიონ დოლარად, ყოველგვარი აუქციონის გარეშე მიჰყიდა. გსრიგებაში ამ საქმის სპეციალისტი კიდევ სამი პირი მონწილეობდა, რომლებმაც ბლუმბერგს ეს გარიგება დაუდასტურეს.

სუმოს მოჭიდავეები „ფორდის“ რეკლამაში (ვიდეო)

Ford Uses Sumo Wrestlers to Demonstrate its Clever Door Edge Protector
4 ოქტომბერი
ავტობიზნესში წვრილმანები არ არსებობს. ამის პირდაპირი დასტური იყო თუნდაც ის ფაქტი, რომ ამასწინათ, ერთ-ერთ დიდ გამოფენაზე, „ფოლკსვაგენის“ შეფმა მარტინ ვინტერკორნმა თავისი ამალა მას შემდეგ დატუქსა, რაც კონკურენტი „ჰიუნდაის“ ერთ-ერთი ავტომობილის საჭის სარეგულირებელი მექანიზმი გასინჯა და აღმოაჩინა, რომ ის არ ჭრაჭუნობდა. ერთი შეხედვით, ეს ნიუანსია, მაგრამ თურმე მყიდველი ასეთ რამეებს ხშირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ჰამილტონი ორივე პრაქტიკაზე უსწრაფესია

Motor racing-Hamilton fastest in Korean practice
4 ოქტომბერი
კორეული დიდი პრიზის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, სებასტიან ფეტელმა განაცხადა, დარჩენილ რბოლებში ყველაზე სერიოზულ კონკურენციას „მერსედესის“ მრბოლებისგან ველითო. თავისუფალ პრაქტიკებზე ლუის ჰამილტონმა მისი სიტყვები გაამართლა - ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი იყო. არც ნიკო როსბერგი ჩამორჩა ბევრით. თუმცა, ორივე სესიაზე მათ შორის „რედ ბულის“ მრბოლები ჩადგნენ.