Thursday, October 3, 2013

ჰულკენბერგი „მაკლარენისთვის“ მძიმეა

Report - Hulkenberg too heavy for 2014 McLaren
3 ოქტომბერი
ნიკო ჰულკენბერგი ძალიან მძიმეა იმისათვის, რომ „მაკლარენის“ მომავალი სეზონის მანქანას მოერგოს. არსებობს ვარაუდი, რომ უოკინგელები გერმანელს სერხიო პერესის შემცვლელად მოიაზრებენ. მაგრამ ჰულკის წონა - 74 კილოგრამი, მათი მანქანისთვის სერიოზული პრობლემაა. სხვათა შორის, ამ სეზონის დასაწყისში, გერმანელ მრბოლს პრობლემები მისი სიმაღლის გამო „ზაუბერშიც“ შეექმნა - მანქანის ვიწრო ცხვირში მისი ფეხები ვერ ეტეოდა.

„ალფა 4C-მ“ ნურბურგრინგს 8 წუთსა და 4 წამში შემოუარა

Alfa 4C Reportedly Lapped the 'Ring in 8:04, Faster than BMW M3 E92
3 ოქტომბერი
უკვე რამდენიმე წელია, „ალფა რომეოს“ პატარა სპორტქარ 4C--ს ამაოდ ელის საავტომობილო ბაზარი. მას არც ყურადღება აკლია. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ჩნდება ინტერნეტსა და პრესის ფურცლებზე. და აი, ამის მორიგი საბაბიც გაჩნდა - ავტომობილმა ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟს 8 წუთსა და 4 წამში შემოუარა. მართალია, მილანურ კომპანიას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ გაუვრცელებია, თუმცა ეს მის მაგივრად იტალიურმა ჟურნალმა „კვატრორუტემ“ გააკეთა.

ოჟიემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაინაღდა

Rally France: Sebastien Ogier secures first WRC title
3 ოქტომბერი
სებასტიან ოჟიემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, საფრანგეთის რალის პირველივე დღის სუპერ სპეცმონაკვეთის შემდეგ გაინაღდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ესპანელმა დანი სორდომ ეს ჩქაროსნული მონაკვეთი მოიგო და უკან ჩამოიტოვა ოჟიეს მთავარი კონკურენტი, ბელგიელი ტიერი ნოივილი.

მსოფლიოს ახალი უდიდესი თვითმცლელი „შეეძინა“

Meet the new World's Largest Dump Truck
3 ოქტომბერი
ბელარუსულმა კომპანია „ბელაზ-მა“ უახლესი საკარიერო თვითმცლელი გამოუშვა, რომელიც ტვირთამწეობის მაჩვენებლით, მსოფლიო რეკორდსმენია. ავტომობილის სახელია „ბელაზ75710“ და მას 496 ტონა ტვირთის გადაზიდვა და დაცლა შეუძლია. ბუნბრივია, თავისი სიმძიმისა და უზარმაზარი გაბარიტების გამო, მისი გამოყენება ჩვეულებრივ გზებზე შეუძლებელია. თუმცა, ამის საჭიროება არც არსებობს - საკარიერო თვითმცლელები მხოლოდ წიაღისეულის მომპოვებელი კარიერიდან, დიდი რაოდენობით ტვირთის სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან, ან გადასამუშავებელ ქარხანასთან მისატანად გამოიყენება.

„ლენდ როვერი“ ბრაზილიაში ქარხანას გახსნის

Land Rover to Open Production Plant in Brazil
3 ოქტომბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ბრაზილიაში ახალი ქარხნის ასამოქმედებლად ემზადება. ამასთან, როგორც ბრიტანული ჟურნალი „ავტოქარი“ იტყობინება, კომპანია ეძებს პორტუგალიური ენის მცოდნე ისეთ სპეციალისტს, რომელიც ბრაზილიურ ქარხანაში წარმოებული ავტომობილების ხარისხს გააკონტროლებს.