Thursday, September 12, 2013

„რადიკალ RXC“ - სარბოლი პროტოტიპი ყოველდღიურობისთვის

Radical RXC will turn your commute into a track day
12 სექტემბერი
ბრიტანული კომპანია „რადიკალი“ სატრეკო დღეებისთვის ნახევრად სარბოლი, ლე მანის ტიპის სპორტული პროტოტიპის მსგავსი ავტომობილების წარმოებითაა განთქმული და მის ორ ავტომობილს, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის ორი საუკთესო (აბსოლუტურ კატეგორიაში) დრო ეკუთვნის. შარშან ამ პატარა კომპანიამ საგზაო ავტომობილების წარმოებაც გადაწყვიტა. და აი, ფრანკფურტში სწორედ ასეთი ავტომობილი - RXC წარადგინა.

სებასტიან ლოების ახალი ბედაური

Citroën WTCC C-Elysee Racecar leaves the dirt behind
12 სექტემბერი
ერთი თვის წინ, „სიტროენმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, ტურიზმის კლასის ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატში (WTCC - უორლდ ტურინგ ქარ ჩემპიონშიპ) მიიღებს მონაწილეობას და მისი ორი ავტომობილიდან ერთის საჭეს ლეგენდარული ფრანგი მრბოლი, რალის მსოფლიო ჩემპიონის ცხრა ტიტულის მფლობელი სებასტიან ლოები მიუჯდება. „სიტროენ WTCC C-ელისე“, ასე ჰქვია ავტომობილს, რომლითაც ლოები ახალი მწვერვალის დაპყრობას ეცდება.

კონცეპტუალური „ნირო“ „კიას“ მომავალი პატარა ყველგანმავალია

Kia Envisions a New Small SUV with Niro Concept
12 სექტემბერი
აგრესიული და სპორტული - მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ „კიას“ უგზობის სუბკომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი „ნირო“, რომლის პრემიერაც ფრანკფურტის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე ჩატარდა. ხშირად, რაც დამთვალიერებელს და სპეციალისტებს კონცეპტუალურ ავტომობილებში მოსწოთ, განსაკუთრებით, გარეგნობის დამახასიათებელი ელემენტები, ის კონვეიერამდე ვერ აღწევს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. პირველ რიგში ტექნოლოგური მოთხოვნები, მეორე რიგში კი ის, რომ კომპანიები ზედმეტად თამამი ფორმების სერიაში გაშვებას მიუჩვეველნი არიან.

„C4 კაქტუსი“ - „სიტროენის“ კომპაქტური კონცეპტუალური ქროსოვერი

Citroen to Join Foray of Compact Crossovers with C4 Cactus
12 სექტემბერი
კომპაქტური ქროსოვერების მზარდ სეგმენტს მალე კიდევ ერთი წევრი შეემატება, ამჯერად „სიტროენისგან“. ფრანგულმა კომპანიამ ამის პირველი ნიშანი ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარმოგვიდგინა კონცეპტუალური „C4 კაქტუსის“ სახით. ამასთან, ამავე ავტომობილით, ორმაგი შევრონი თავისი C-ხაზის ავტომობილების მომავალ სტილსაც გვიჩვენებს.