VW XL1 Said to Be Priced at €110,000 / $145,0000 in
Germany!
4 სექტემბერი
საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელოდა, როდის
გამოაცხადებდა „ფოლკსვაგენი“ თავისი „ეკონომიურობის ჩემპიონის“, ჰიბრიდული XL1-ის
ფასს, რომელსაც ვოლფსბურგელები შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ. რა თქმა უნდა,
ექსკლუზიურობა ფასს მაღლა სწევს, მაგრამ თუ ამ ავტომობილს ფასით „მერსედეს-ბენცის“
S-კლასს გაუტოლებდნენ, ამის წარმოდგენა ცოტა ძნელი იყო. ნუ წარმოიდგენთ, ეს მაინც
ვერაფერს შეცვლის, რადგან უკვე ფაქტია, რომ „ფოლკსვაგენი“ XL1-ს 110 000 ევროდ
აფასებს.