Saturday, August 24, 2013

განახლებული „შევროლე კამაროს“ ღია ვერსია პრემიერის წინ

First Photos of New 2014 Chevrolet Camaro Convertible, Debuts in Frankfurt
24 აგვისტო
„შევროლემ“ თავისი განახლებული „კამაროს“ ღია ვერსიის მსოფლიო პრემიერის ადგილად, ფრანკფურტის მოტორ შოუ აირჩია. მანამდე კი ამ ავტომობილის ფოტოები და მის შესახებ მცირე ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. უნდა ითქვას, რომ ამერიკულ და ევროპულ ვერსიებს შორის სხვაობა პრაქტიკულად არაა. ოღონდ, რატომღაც ამერიკულმა კომპანიამ ევროპულ ვერსიაზე უჩვეულოდ დიდი გარე სარკეები დააყენა, როცა ამერიკულ ვერსიაზე ისინი მომცრო და ოპტიმალური ფორმისაა.

„სილი სეზონი“ ბატონსაც შეეხო

Now Button joins Formula One's 'silliest silly season'
24 აგვისტო
ასეთი მართლა გიჟური სატრანსფერო სეზონი, უკვე დიდი ხანია, ფორმულა ერთს არ ჰქონია. ის უკვე იმ პილოტებსაც შეეხო, რომლებსაც მომავალ სეზონზე კონტრაქტები აქვთ. მაგალითად, ჯენსონ ბატონს, რომელიც „სილი სიზონის“ მარაქაში სპა ფრანკორშანზე გარიეს. ამჯერად აჟიოტაჟი „ტელეგრაფის“ რეპორტიორ ტომ ქერის და ჯენსონ ბატონის საუბარმა გამოიწვია.

ნიუ ჯერსის რბოლა არც მერმისს გაიმართება

New Jersey 'mess' not on 2014 calendar - Ecclestone
24 აგვისტო
ფორმულა ერთში ჭარბი რბოლების პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდა - მომავალი სეზონის კალენდრიდან ისევ ამოვარდა ნიუ ჯერსის „გრან პრი ოფ ამერიკა“. ამგვარად, ამერიკას ისევ არ ექნება ორი ეტაპი, ავსტრია კი „მშვიდად“ დაიკავებს იმ ადგილს (კალენდარში), რომლის დაკავებაც ამ სეზონშიც შეეძლო და სურდა.

შუმახერი არ ბრუნდება

Schumacher not entering race for Red Bull seat
24 აგვისტო
ბელგიაში, პილოტების სატრანსფერო „სილი სიზონი“ ლამის მართლა გადაირია - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხაელ შუმახერი კიდევ ერთ დაბრუნებას გეგმავს, ამჯერად „რედ ბულის“ მანქანით. ბევრს მართლა ვერ წარმოუდგენია, რომ „რედ ბულმა“ უარი უთხრა კიმი რაიკონენს მხოლოდ იმისთვის, რომ დანიელ რიკიარდო მიიღოს. ამიტომ, ზოგიერთის ფანტაზიას თვით მიხაელ შუმახერიც კი გაახსენდა, რომელმაც „მერსედესში“ სამი წელი წყალი ნაყა.

ჰამილტონის ზედიზედ მეოთხე პოული

Motor racing-Hamilton takes fourth pole in a row
24 აგვისტო
წვიმის გამო, ბელგიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, განსაკუთრებით კი მისი მესამე ნაწილი, ნამდვილ ლატარეას დაემსგავსა. ბოლო სეგმენტის განმავლობაში, გაწვიმებაც მოასწრო, გადაღებაც და ასფალტის ოდნავ შეშრობაც. რამაც ლამის სენსაციური შედეგი შემოგვთავაზა. ბრიტანელი პოლ დი რესტა თავის კარიერაში პირველ პოულთან ძალიან ახლოს იყო, კვალიფიკაციის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, სწორედ მისი გვარი ეწერა ცხრილის სათავეში, მაგრამ „რედ ბულის“ და „მერსედესის“ პილოტებმა სენსაცია არ ისურვეს, მათგან ყველაზე სწრაფი კი ლუის ჰამილტონი აღმოჩნდა, რომელმაც ასპარეზობა ბოლომ დაასრულა და პოულსაც სწორედ ის დაეუფლა.