Wednesday, August 14, 2013

„აუდიმ“ ახალი A8-ს მატრიცული ფარები გაგვაცნო

Audi A8 super high-tech headlight teased
14 აგვისტო
ახლოვდება უახლესი „აუდი A8-ს“ პრემიერის დრო. გერმანული კომპანია თავის უახლეს ფლაგმანს ერთ კვირაში გაგვაცნობს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე კი საზოგადოება მას პირველად იხილავს. პრემიერამდე კი ინგოლშტადტელებმა უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული, მატრიცული შუქდიოდური ფარების ბლოკი გაგვაცნეს.

რაიკონენი „ფერარიში“ გადადის?

Raikkonen opts for Ferrari return in 2014 - report
14 აგვისტო
კიმი რაიკონენი
არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა ფორმულა ერთში გახურებული „სილი სიზონია“, და რაც ამ „საგიჟეთში“ ამბობენ, ყველაფერი მართალი არ არის. კიმი რაიკონენის „ფერარიში“ დაბრუნებაზე ამ ინფორმაციას ფინური გამოცემა „ილტა-სანომატი“ ავრცელებს, რომელიც „საკუთარ წყაროს“ ეყრდნობა.

„ფორდ ფიუჟენი“ უსაფრთხოების აირღვედებით აღიჭურვება

2014 Ford Fusion Gains Rear Inflatable Safety Belt
14 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ სედან „ფიუჟნის“ უკანა სავარძლებზე უსაფრთხოების აირღვედების დაყენებას იწყებს. ამგვარად, „ფიუჟნი“ გახდება საშუალო ზომის სედანების სეგმენტის პირველი ავტომობილი, რომელიც გასაბერი ღვედებით დაიცავს თავის მგზავრებს.

„მერსედესმა“ უგზოობის კომპაქტური GLA გაგვაცნო

Mercedes Officially Reveals GLA Compact SUV
14 აგვისტო
„მერსედესმა“ საბურველი მოხსნა თავის უახლეს ავტომობილს - უგზოობის GLA-კლასს, რომელიც მალე ჩაერთვება პრემიუმ ბაზრის კომპაქტურ სეგმენტში, სადაც მისი კონკურენტები, „ვოლვო V40 ქროს ქაუნთრი“, „ბეემვე X1“ და „აუდი Q3“ იქნება. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ GLA-ს კონცეპტუალური ვერსია სამქიმიანებმა შანჰაის წლევანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენეს.

„აუდიმ“ ახალი კონცეპტუალური „კვატროს“ ესკიზები გაავრცელა

Audi Quattro concept (2013) first sketches of new super-coupe
14 აგვისტო
ორიოდ დღის წინ, ჩვენ გაუწყეთ, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „აუდი“ ახალ კონცეპტუალურ კუპე „კვატროს“ წარადგენს. ოღონდ, ის ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ იყო. და აი, გერმანულმა კომპანიამ თავადაც გვაუწყა, რომ ამ ავტომობილს ფრანკფურტში გვიჩვენებს. ოღონდ, ამჯერად ეს იქნება სუპერ ავტომობილი, გაცილებით აგრესიული გარეგნობით და ზორბა გაბარიტებით, ვიდრე პირველი კონცეპცია იყო. აგრესიულობა მხოლოდ გარეგნობას არ ახასიათებს. ავტომობილი შინაგანადაც ასეთია.

„ფერარი“ ახალი სეზონისთვის მზადების საკითხს ევროპაში გადაწყვეტს

Ferrari to decide on 2014 focus switch - Massa
14 აგვისტო
ჯერ ამ სეზონის ნახევარი მიიწურა, მაგრამ ერთ-ერთი აქტუალური საკითხი უკვე არის მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყება. რადიკალურად შეცვლილი ტექნიკური რეგლამენტის გამო, მანქანები და მათი აღჭურვილობაც ძლიერ იცვლება. ის მანქანები, რომლებითაც გუნდები ახლა ასპარეზობენ, გამოუსადეგარი გახდება. და იმაზე, თუ როგორ დაიწყებენ მომავალ სეზონს, ბევრად იქნება დამოკიდებული გუნდების შემდგომი განვითარება.