Tuesday, August 13, 2013

„ტოიოტა“ ფრანკფურტში კონცეპტ „ჰაიბრიდ-R-ს“ წარადგენს

Toyota Teases Hybrid-R Concept, Reveals First Details
13 აგვისტო
ფრანკფურტის წლევანდელი მოტორ შოუ „ტოიოტას“ ავტომობილების ენთუზიასტებისთვისაც საინტერესო იქნება - იაპონური კომპანია იქ ჰიბრიდულ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, სახელად „ჰაიბრიდ-R“. ავტომობილი იმითაა საინტერესო, რომ ის ლე მანის რბოლის მონაწილე პროტოტიპ „TS030 ჰაიბრიდზე“ გამოყენებული ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ამ ავტომობილისადმი ინტერესის გაღვივება „ტოიოტამ“ ფოტო ტიზერის და მწირი ინფორმაციის გამოქვეყნებით დაიწყო.

გორდონ მარის ორი ჯუჯა კიონვეიერზე დადგება

Murray T25 and T27 confirmed for production
13 აგვისტო
სახელოვანმა ბრიტანელმა ინჟინერმა გორდონ მარიმ, ვინც სახელი ფორმულა ერთში განხორციელებული რამდენიმე პროექტით და სუპერ ავტომობილ „მაკლარენ F1-ის“ შექმნით გაითქვა, გამოაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებული ორი ჯუჯა ავტომობილის - შიდაწვისძრავიანი T25-ის და ელექტრომობილ T27-ის წარმოების უფლება ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ (მისი სახელი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება) შეისყიდა, რომელიც მათ ბაზარზე 2016 წელს გამოუშვებს.

განახლებული „ელანტრა“ დაგრძელდა კიდეც

2014 Hyundai Elantra/Avante Facelift Unveiled
13 აგვისტო
„ჰიუნდაიმ“ განახლებული „ელანტრას“ შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. ავტომობილი, რომელიც კორეაში „ავანტეს“ სახელით იყიდება, წინამორბედთან შედარებით ოდნავ დაგრძელდა, შეიცვალა მისი ძარის ზოგიერთი დეტალი და ინტერიერის გაფორმება, ძრავების გამაში კი ახალი დიზელი გამოჩნდა.

„ფორდ ფოკუსი“ კიდევ უფრო სუფთა გამონაბოლქვით

Ford Focus 1.0 EcoBoost Now Produces 99 Grams per KM of CO2
13 აგვისტო
ავტომობილების პირველი დიდი მწარმოებელი, რომელმაც ევროპის ბაზარზე სამცილინდრიანი ტურბო ძრავი წარადგინა, „ფორდია“. მისმა სამცილინდრიანმა 1.0-ლიტრიანმა ეკობუსტმა მაშინვე წლის საუკეთესო ძრავის წოდება მოიპოვა და ერთი წლის შემდეგ ეს მიღწევა გაიმეორა. ამ ძრავს ცისფერი ოვალი „ფიესტაზე“, „B-მაქსსა“ და „ფოკუსზე“ იყენებს და მას მალე „მონდეოს“ და სხვა მოდელების მყიდველსაც შესთავაზებს.