Monday, August 12, 2013

როს ბრაუნმა „ფერარიში“ გადასვლა უარყო

Brawn denies talks over Ferrari return
12 აგვისტო
როს ბრაუნი (მარცხნივ) და პადი ლოუ
სანამ ფორმულა ერთი არდადეგებზეა, კულუარებში რას აღარ გაიგებთ. მაგალითად, ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, „მერსედსში“ „მაკლარენიდან“ პადი ლოუს გადასვლის შემდეგ, იქიდან წამოსვლას როს ბრაუნი აპირებს, ვინც გუნდში ჯერ კიდევ იმ დროიდანაა, როცა ის „ჰონდას“ სახელით ასპარეზობდა. უფრო მეტიც, ლაპარაკია იმაზე, რომ ბრაუნი „ფერარიში“ ბრუნდება, სადაც თვით სტეფანო დომენიკალის შეცვლის... მაგრამ ბრაუნმა თავად უარყო ეს ხმები!

აზერბაიჯანელი დიზაინერის კონცეპტუალური „ნისან X-პატრული“

Nissan X-Patrol SUV Design Study Delves Into the Future
12 აგვისტო
ბოლო ხანს ბაზარზე იმდენი ქროსოვერი და უგზოობის ავტომობილი გამოჩნდა, ბევრს ამ სეგმენტის პიონერები ალბათ დაავიწყდა კიდეც. ამ ტიპის ავტომობილები გაბარიტებში კლებულობენ, ვიზუალურად იხვეწებიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ უხეშ ფორმებს რბილი ფორმები ცვლის, უმჯობესდება აეროდინამიკა. მოკლედ, ქროსოვერებსა და ჰეჩბეკებს შორის საზღვარი თანდათან მცირდება და რომ არა განსხვავებული კლირენსი, მათ ალბათ მალე ვეღარც გამოვარჩევთ ერთმანეთისგან.

„სიტროენი“ C-ხაზის გამარტივებულ მოდელებს გამოუშვებს

Citroën set to launch 'simple' C-line brand
12 აგვისტო
„სიტროენი“ ამჟამად რესტრუქტურიზაციის პროცესს გადის და იმავდროულად, თავის საწარმოო პროგრამასაც შესაბამისად ავითარებს. ფრანგული კომპანია ფრანკფურტის მოტორ შოუზე C-ხაზის ავტომობილების ახლებურ, „გამარტივებულ“ კონცეპტუალურ ვერსიას წარადგენს. როგორც კომპანია ირწმუნება, ახალი C-ხაზით „სიტროენის“ რევოლუცია იწყება, რის შემდეგაც, მისი ავტომობილებისთვის დამახასიათებელი თვისებები სიმარტივე იქნება და მყიდველს ავტომობილის „ფასსა და ფუნქციურობას შორის ბალანსს“ შესთავაზებს.

„მერსედესი“ ფრანკფურტში ქროსოვერ GLA-ს წარადგენს

Mercedes Teases 2014 GLA Crossover Ahead of Frankfurt Debut
12 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუს დაწყებამდე თვეც აღარ დარჩა. საავტომობილო კომპანიები წინდაწინ „მსუბუქად“ გვაცნობენ თავიანთ სიახლეებს. ზოგი ალბათ ბოლომდე საიდუმლოდ შეინახავს თავის ნაშრომს, რომლითაც მოგვიანებით „გაგვახარებს“, ან გაგვაოცებს. მათ შორისაა „მერსედესიც“, რომელმაც ახლახანს თავისი სრულიად ახალი ქროსოვერის, GLA-ს ესკიზები გამოაქვეყნა.

„ფორდმა“ „მუსტანგის“ საიუბილეოდ საათი გამოუშვა

Ford Launches Mustang 50 Years Limited Edition Watch
12 აგვისტო
აპრილში „ფორდი“ თავისი ისტორიის განსაკუთრებულ მოვლენას - მოდელ „მუსტანგის“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბევრი რამ იგეგმება. ჯერ ერთი, ახალ „მუსტანგს“ ვიხილავთ. მეორეც, საიუბილეოდ ცისფერი ოვალი სპეციალურ აქსესუარებს და სუვენირებს გამოუშვებს, რომლების თემაც, რა თქმა უნდა, „მუსტანგი“ იქნება.