Wednesday, August 7, 2013

ფრანკფურტის წინ „ბეემვე“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ i8-ს გვაცნობს

BMW Details Production i8 Plug-in Hybrid Coupe Ahead of Frankfurt Debut
7 აგვისტო
ფრანკფურტის საავტომობილო ფორუმზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე „ბეემვე“ იქნება, რომელიც დამთვალიერებლებს და სპეციალისტებს რამდენიმე მსოფლიო პრემიერას უმზადებს. მათ შორის იქნება ორი ელექტრომობილი, რომელთაგან ერთის - i3-ის პრეზენტაცია ერთდროულად სამ ქალაქში უკვე ჩატარდა და რომელიც ფრანკფურტული შოუს დასრულებისთანავე გამოჩნდება ბავარიელთა დილერების შოურუმებში. მეორე კი - i8, ბაზარზე მომავალი წლიდან გამოვა.

ამერიკელებს ერთმანეთთან მოსაუბრე ავტომობილები სურთ

US wants all cars to talk to each other with V2V technology
7 აგვისტო
აშშ-ის ტრანსპორტის ეროვნულ საბჭოს სურს, რომ ყველა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი, ასევე ავტობუსი, V2V საკომუნიკაციო სისტემით იყოს აღჭურვილი, რომელიც მათ ერთმანეთთან და გარემოსთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს. კვლევები ცხადყოფს, რომ V2V (ვიიქლ-თუ-ვიიქლ, ანუ მანქანა მანქანასთან) და V2I (ვიიქლ-თუ-ინფრასტრუქჩა, ანუ მანქანა ინფრასტრუქტურასთან) კომუნიკაციებს, დაახლოებით ავარიების 82 პროცენტის თავიდან აცილება, ასევე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება შეუძლია. ეს კი შესაძლებელია მძღოლების ინფორმირებით გზებზე არსებული ვითარების შესახებ.

„ჰიუნდაი i20 WRC“ გრუნტზე ტესტებისას სწრაფად პროგრესირებს

2014 Hyundai i20 WRC Makes "Strong Progress" in Gravel Test
7 აგვისტო
რალის წლვანდელმა მსოფლიო ჩემპიონატმა უკვე გადალახა ეკვატორი. მასში დებიუტანტი „ფოლკსვაგენი“ და მისი ფრანგი მრბოლი სებასტიან ოჟიე დამაჯერებლად ლიდერობენ. მომავალი სეზონიდან კი მათ ახალი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებათ „ჰიუნდაის“ სახით. კორეული კომპანია მსოფლიო ჩემპიონატისთვის i20-ის სპეციალურ WRC ვერსიას ამზადებს.

მესამე თაობის „მინის“ ლოს ანჯელესსა და ტოკიოში ვნახავთ

Mini to Unzip All-New Hatch in November at LA and Tokyo Shows
7 აგვისტო
„მინი“ რომ თავისი მესამე თაობის ჰეჩბეკის კონცეპტუალურ ვერსიას (სახელად ვიჟნ) ამზადებს, ეს ცნობილია. მისი პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე შედგება. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მის წინასერიულ ვერსიას პირველად 18 ნოემბერს გვიჩვენებენ ინტერნეტით. პრემიერა „მინის“ შემქმნელის, ალექს ისიგონისის დაბადებიდან 107 წლის იუბილეს ემთხვევა.

„ჰიუნდაი“ კალიფორნიაში წყალბადით გასაწყობ სადგურს გახსნის

Hyundai to Open Public Hydrogen Fueling Station in California
7 აგვისტო
„ჰიუნდაიმ“ უკვე დაიწყო წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოება და პარალელურად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ზრუნავს. კერძოდ, კალიფორნიის ქალაქ ჩინოში, წყალბადის ენერგიის გენრაციის სადგურის ადგილზე, წყალბადით ავტომობილების გასაწყობ სადგურს ქმნის, რომელიც 100 პროცენტით განახლებად წყაროზე იმუშავებს.