Friday, August 2, 2013

„ფერარი“ ჩავარდნის მიზეზებს გამოიკვლევს

Stefano Domenicali orders Ferrari investigation into fading F1 form
2 აგვისტო
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი გუნდისგან იმ მიზეზების დადგენას და დეტალურ ანალიზს მოთხოვს, რომლებმაც შუა სეზონისთვის სერიოზული ჩავარდნა გამოიწვია. ამის შედეგი კი ის იყო, რომ უნგრეთის დიდი პრიზზე მანქანამ საერთოდ დაკარგა სიჩქარე და ამის გამო, ფერნანდო ალონსოს ლიდერებთან პაექრობის საშუალება არ მიეცა.

„სმარტი“ ამიერიდან მხოლოდ წინა ამძრავიანი იქნება

No front-drive Smart SUV, says Mercedes boss
2 აგვისტო
„მერსედეს-ბენცი“ არ აპირებს შემდეგი თაობის „სმარტისთვის“ იმ პლატფორმის გამოყენებას, რომელსაც ის „რენო-ნისანის“ ალიანსთან ერთად ქმნის. ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, გერმანული კომპანიის შეფმა დიტერ ცეტშემ დაადასტურა, რომ მომავალი „სმარტების“ შეთანწყობა მხოლოდ უკანა ძრავიანი და უკანა წამყვანი ბორბლებით იქნება.

150 წლის ჰენრი ფორდი

Ford celebrates its founder's 150th birthday around the world
2 აგვისტო
ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარებულ ჰენრი ფორდს, ადამიანს, ვინც საავტომობილო კომპანია „ფორდ მოტორ კომპანი“ ჩამოაყალიბა და ვისზეც ხშირად ამბობენ, რომ ამერიკა ბორბლებზე დააყენა, 30 ივლისს 150 წელი შესურულდებოდა. რა თქმა უნდა, დამაარსებლის გამორჩეული იუბილე კომპანიის დირბორნის შტაბ-ბინაში სათანადოდ აღნიშნეს. შტატმა მიჩიგანმა კი 30 ივლისი ჰენრი ფორდის დღედ გამოაცხადა.