Friday, July 26, 2013

სუბარუ ფრანკფურტში ორ ნაცნობ კონცეპციას წარადგენს

Subaru WRX Concept to Make European Debut at Frankfurt
26 ივლისი
იმ შემთხვევაში, თუ „სუბარუს“ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის რაიმე სიურპრიზი არ აქვს მომზადებული, მის სტენდზე, სერიულ ავტომობილებთან ერთად, ორ უკვე ცნობილ კონცეპტუალურ ავტომობილსაც ვიხილავთ. ერთია ქროსოვერი „ვიზივი“, მეორე კი სპორტული სედან WRX, რომლის სახელიც, რალის მსოფლიო ჩემპიონატთან კავშირზე მიგვანიშნებს.

„აუდი“ ჩინეთისთვის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილს ამზადებს

Audi Readying Plug-in Hybrid for the Chinese Market
26 ივლისი
„აუდიმ“ გამოაცხადა, რომ ჩინური ბაზრისთვის, პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრო მობილს შეიმუშავებს. გერმანულ კომპანიასთან ერთად, ამ პროექტზე მისი ჩინელი პარტნიორის, კომპანია FAW-ის (იშიფრება, როგორც ფირსტ ავტომოტივ ვორკს) სპეციალისტებიც იმუშავებენ.

ფორმულა 1-ში ალბათ პიტსტოპების მინიმალურ დროს დააწესებენ

Formula One considers minimum time for pitstops
26 ივლისი
ფორმულა ერთში შესაძლოა პიტსტოპების დროის მინიმალური ლიმიტი შემოიღონ. ამის მიზეზი, პიტსტოპების უსაფრთხოების გაზრდაა. ამ საკითხის აქტუალობა ნურბურგრინგზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიზარდა. ეს ინციდენტი მარკ ვებერს შეემთხვა, რომლის მანქანასაც დაძვრისას, ცუდად დამაგრებული ბორბალი მოძვრა, რომელმაც პიტლეინში უკონტროლოდ იგორავა და ტელერეპორტიორი დააზიანა.

ფეტელი და „რედ ბული“ ისევ დომინერებენ

Vettel leads Red Bull one-two in practice
26 ივლისი
ისევ ფეტელი და ვებერი. მეორე პრაქტიკაზე სიჩქარეები მნიშვნელოვნად გაიზარდა. „რედ ბულზე“ და მის ბიჭებზე ვერც გაუსაძლისმა სიცხემ იმოქმედა. ისე კი, ამჯერად პელოტონი მნიშვნელოვნად შემჭიდროვდა. შვიდმა მრბოლმა წრე წუთსა და 21 წამზე ნაკლებში გაიარა. „რედ ბულების“ უახლოესი მდევარი ამჯერადაც „ლოტუსია“, ოღონდ ის მანქანა, რომელსაც რომენ გროჟანი მართავს. ფერნანდო ალონსო კვლავ მეოთხეა. სამქიმიანებმა კი უკეთ გაუგეს საბურავებს - მოწინავე შვიდეულში ისინიც არიან.

ფეტელი პირველი უნგრული გამარჯვებისთვის ემზადება

Vettel leads Red Bull one-two in Hungary practice
26 ივლისი
მუხრუჭების პრობლემების მიუხედავად, სებასტიან ფეტელმა უნგრული რბოლის პირველ პრაქტიკაზე მაინც საუკეთესო დრო აჩვენა. მან 0.259 წამით აჯობა თანაგუნდელ მარკ ვებერს, რომელიც მომავალი სეზონიდან, ლე მანის სერიაში, „პორშეს“ სარბოლი პროტოტიპით იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ „რედ ბულის“ პილოტებმა შეძლეს ჰუნგარორინგის ერთი წრის წუთსა და 23 წამზე ნაკლებში გავლა. თუმცაღა, მეოთხე დროის მქონე ფერნანდო ალონსო ფეტელს მხოლოდ 0.376 წამით ჩამორჩა. მესამე დრო კიმი რაიკონენს ჰქონდა.