Saturday, July 20, 2013

„პორშე“ „მაკანის“ წარმოებას დეკემბერში დაიწყებს

2014 Porsche Macan Production Starts In December
20 ივლისი
„პორშე“ თავის ისტორიაში უგზოობის მეორე ავტომობილის, „მაკანის“ გამოსაშვებად ემზადება.ეს ავტომობილი, უკვე თითქმის შეუნიღბავად გადის საგზაო ტესტებს. მისი მსოფლიო პრემიერის ადგილიც ცნობილია - ლოს ანჯელესის ავტო შოუ, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაიმართება. თუმცა, დღემდე უცნობი იყო, როდის დაიწყებოდა მისი წარმოება. და აი, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ავტომობილი ლაიპციგის ქარხნის კონვეიერზე დეკემბერში დადგება.

მომავალ სეზონში მანქანები დამძიმდება

2014 F1 cars to be much heavier
20 ივლისი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში ბოლიდები საგრძნობლად დამძიმდება. გაზეთ „ბილდის“ რეპორტიორი ფრანკ შნაიდერი ამბობს, რომ მართალია, ძრავი დაპატარავდება, მაგრამ სამაგიეროდ, სისტემა ERS-ის (ენერგიის აღდგენის სისტემა) და ელემენტების გაზრდილი ბლოკის წყალობით, ავტომობილი წონაში (ახლანდელთან შედარებით) 50 კილოგრამით და მეტით მოიმატებს.

„ჰიუნდაი“ წყალბადზე მომუშავე ix35-ს ბრიტანეთში შეიტანს

The World's First Production Hydrogen Cars to Arrive in the UK
20 ივლისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ ძალიან მალე, პროექტ „წყალბადის ქსელის ექსპანსიის“ (LNHE) ფარგლებში, ლონდონის ქუჩებში მოძრაობას მისი ხუთი ფიჭურ-ელემენტიანი ქროსოვერი ix35 დაიწყებს, რომელთა ენერგიის წყაროც წყალბადი იქნება. პირველ ეტაპზე, კორეული კომპანია 1000 ცალი ასეთი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომლებსაც ლიზინგით გადასცემს კერძო და საზოგადოებრივ კომპანიებს.

„ჰონდას“ უახლესი „ფიტი/ჯაზი“ - პირველი შეხვედრა

This is the All-New 2014 Honda Fitt – Jazz, Hybrid Version 35% More Fuel Efficient
20 ივლისი
„ჰონდამ“ ოფიციალურად გამოაქვეყნა თავის უახლეს (მესამე თაობის) სუბკომპაქტურ ვენ „ფიტის“ (იგივე ჯაზი) ფოტოები და მწირი ინფორმაცია. ავტომობილი პირველად იაპონურ ბაზარზე გამოჩნდება, შემდგომში კი მისი შეძენა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი. ზემოთ ავტომობილი სუბკომპაქტურ ვენად მოვიხსენიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ წინა ორი თაობის ინერციაა. რეალურად კი ახალი „ფიტი“ სუბკომპაქტური ჰეჩბეკია.