Saturday, July 13, 2013

„ჰონდა“ თავის ტურბო ძრავს შემოდგომაზე დაქოქავს

Honda to fire up new F1 2015 engine in autumn this year
13 ივლისი
ბრიტანული ჟურნალი „ავტოსპორტი“ იტყობინება, რომ „ჰონდა“ ფორმულა 1-ის ახალ ტურბო ძრავს, ამ წლის შემოდგომაზე დაქოქავს. როგორც ცნობილია, იაპონური კომპანია დიდი პრიზების არენას 2015 წლის სეზონში დაბრუნდება, როგორც ძრავების მწარმოებელი და პარტნიორობას „მაკლარენს“ გაუწევს.

„ოპელი“ ქროსოვერ „მოკას“ ესპანეთშიც გამოუშვებს

Opel/Vauxhall to produce Mokka in Spain’s Zaragoza plant in 2014
13 ივლისი
„ჯენრალ მოტორსმა“ გადაწყვიტა, რომ სუბკომპაქტური ქროსოვერი „მოკა“ ესპანეთშიც, სარაგოსას ქარხანაშიც გამოუშვას. ასე გამოეხმაურა ამერიკული კომპანია ამ პატარა ავტომობილზე ევროპაში არსებულ სოლიდურ მოთხოვნას. ოღონდ, სარაგოსაში „მოკას“ წარმოება 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

ფანხიოს საჩემპიონო „მერსედესი“ 29 მილიონ დოლარად გაიყიდა

Fangio F1 car sells for record $29M at Goodwood auction
13 ივლისი
„მერსედეს W196R“ არის ავტომობილი, რომლითაც ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ (ფ1-ის ხუთგზის ჩემპიონი), 1954 წელს გერმანიის და შვეიცარიის დიდი პრიზები მოიგო და მეორედ გახდა ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონი. ახლახანს, მისი ეს საჩემპიონო ავტომობილი, „ბონჰემსის“ აუქციონზე, რომელიც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გაიმართა, რეკორდულ თანხად - 29.65 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამგვარად, ის გახდა უძვირესი ავტომობილი, რომლებიც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.

„ლენდ როვერი“ ღია „ევოუკის“ წარმოებაზე ფიქრობს

Land Rover to decide soon on production Evoque Convertible
13 ივლისი
ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ლენდ როვერმა“ ღია „ევოუკის“ გამოშვება გადაიფიქრა. მაგრამ როგორც ჩანს, პროექტი თაროზე შემოსადებად მაინც ვერ გაიმეტა - ახალი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბრიტანული კომპანია სწორედ ამ საკითხს განიხილავს და შორს არც ის დროა, როცა მწვანე შუქს აუნთებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას ფლობს ავსტრალიური გამოცემა „ქარ ედვაისი“.

მალკოლმ კემპბელის „ბლიუბერდი“ გუდვუდის ფესტივალზე

Malcolm Campbell's Bluebird V at Goodwood
13 ივლისი
ამ ავტომობილით, სერ მალკოლმ კემპბელმა სიჩქარის სახმელეთო რეკორდი 1935 წელს დაამყარა (საკუთარი ძველი რეკორდი გააუმჯობესა) - დეიტონა ბიჩში 445.5 კმ/სთ განავითარა. მოგვიანებით კი ამავე ავტომობილით, კემპბელმა პირველად გადაკვეთა სანუკვარი ბარიერი, 300 მლ/სთ - ბონვილის დამშრალი ტბის ფსკერზე, 301.337 მლ/სთ (484.955 კმ/სთ) განავითარა. წლების განმავლობაში, „ბლიუბერდ V“ დეიტონა ინტერნეიშნლ სპიდუეის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატია.

„იაგუარ პროჯექტ 7“ - ლეგენდარული D-ტაიპის შთაგონებით

New Jaguar Project 7 is a D-Type Inspired 542HP F-Type Speedster
13 ივლისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე შედგა „იაგუარის“ ერთჯერად სატრეკო ავტომობილის, „პროჯექტ 7-ის“ პრემიერა, ავტომობილისა, რომელიც ბრიტანული კომპანიის წარსულს და მომავალს აკავშირებს. ავტომობილი როდსტერ „F-ტაიპზეა“ ბაზირებული, მისი გარეგნობის შექმნისას კი დიზაინერებმა შთაგონება ლეგენდარული „D-ტაიპისგან“ მიიღეს, რომელსაც „იაგუარი“ 1954-1957 წლებში აწარმოებდნენ და რომლითაც ლე მანის 24-საათიანი რბოლა სამჯერ - 1955, 1956 და 1957 წლებში მოიგეს. ავტომობილის სახელში რიცხვი 7 კი იმას აღნიშნავს, რომ კომპანიას ლე მანზე სულ 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული.