6 ივლისი
და ამაზე, არც მეტი, არც ნაკლები, ბერნი ეკლსტოუნი
ლაპარაკობს. გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ, ფორმულა ერთის კომერციულ
უფლებათა მმართველმა გერმანულ გაზეთ „დი ველტთან“ ინტერვიუში, რომელიც ფ1-ის აქტუალურ
თემებს შეეხო, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ორი ახალი ეტაპის
დამატება იგეგმება, აზიაში კი სერიოზულად განიხილება ტაილანდის და აზერბაიჯანის ვარიანტები.
ბერნის თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ფ1-ის რბოლა ბაქოშიც
ჩატარდება.