Tuesday, July 2, 2013

„ჯენერალ მოტორსმა“ „კადილაკის“ ფლაგმანის გამოშვება გადაიფიქრა

GM Reportedly Freezes Development of Flagship Cadillac Sedan
2 ივლისი
კადილაკ სიელ
ორი წლის წინ, „კადილაკმა“ პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, კონცეპტუალური ღია ავტომობილი „სიელი“ (ფოტოზე) წარადგინა, რომელმაც საუკეთესო გამოხმაურება დაიმსახურა. მაშინ კომპანიის დიზაინერებმა გამოაცხადეს, რომ ამ ავტომობილის გარეგნობის ელემენტებს, „კადილაკის“ მომავალ დიდ სედანზე გამოიყენებდნენ.

„რეინჯ როვერ სპორტის“ მართვის გამოწვევები

Range Rover Sport Driven Challenges
2 ივლისი
ასე ჰქვია „ლენდ როვერის“ სარეკლამო პროექტს, რომლის მიზანიც, უახლესი „რეინჯ როვერ სპორტის“ პოპულარიზაციაა. პროექტი ახალი ავტომობილის ოთხ სათავგადასავლო მოგზაურობას ითვალისწინებს, რომელთა დროსაც, ის თავის უგზოობის უსაზღვრო შესაძლებლობებს გამოავლენს. ოთხივე გარბენი, ავტომობილს სრულიად განსხვავებულ პირობებში თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.

„ტოიოტა“ წყალბადზე მომუშავე ავტომობილს ტოკიოში გაგვაცნობს

2015 Hydrogen-Powered Toyota Details Emerge
2 ივლისი
„ტოიოტა“ იმ იშვიათ კომპანიათაგანია, რომლებიც წყალბადის ფიჭური ელემენტების სერიულ ავტომობილებზე დანერგვას ცდილობენ. და როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ამ ტექნოლოგიას აითვისებს. სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით, ამ წლის მიწურულს, ტოკიოს მოტორ შოუზე, იაპონური კომპანია სწორედ წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს.

„პირელიმ“ საბურავების კონსტრუქცია უნებართვოდ შეცვალა

Pirelli changed tyres without consent at Silverstone - report
2 ივლისი
საბურავების ერთი სკანდალი (ტესტების) ჩაწყნარდა თუ არა, მაშინვე მეორე აგორდა. სილვერსტოუნზე რბოლისას, რამდენიმე მანქანაზე ერთიდაიმავე, უკანა მარცხენა საბურავის გახეთქვამ, საფუძვლიანი ეჭვები გააჩინა. ფაქტია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. და ყოველივეს მიზეზიც მალე გაირკვა - „მარკას“ რეპორტიორი მარკო კანსეკო წერს, რომ ბრიტანეთში ჩასვლამდე, საბურავების კონსტრუქცია ისე შეცვალა, რომ ამაზე FIA-სთვის აზრიც არ უკითხავს.

„ფორდმა“ ივნისში აშშ-ის გაყიდვები 13 პროცენტით გაზარდა

Ford Sales Up 13% in June
2 ივლისი
ასე თუ გაგრძელდა, „ფორდ მოტორ კომპანი“ ამერიკის ბაზრის ლიდერობასაც შესწვდება. კომპანიამ საშინაო ბაზარზე გაყიდვები 13 პროცენტით გაზარდა, საერთო ჯამში კი მეექვსე თვეს 234 917 ავტომობილი და პიკაპი გაჰყიდა. ამგვარად, ცისფერი ოვალი კიდევ უფრო მიუახლოვდა ამერიკული ბაზრის უცვლელ ლიდერ „ჯენერალ მოტორსს“, რომლის გაყიდვებიც „მხოლოდ“ 6.5 პროცენტით, 264 843 ერთეულამდე გაიზარდა.

ლოები პაიკს პიკზე არ დაბრუნდება

Sebastien Loeb admits Pikes Peak return unlikely
2 ივლისი
სებასტიან ლოები ამბობს, რომ პაიკს პიკზე დაბრუნებას და თავისი რეკორდის მოხსნას აღარ აპირებს. 30 ივნისს პაიკს პიკის რბოლისას, „პეჟო 208 T16-ით“ ასპარეზობისას, ლოებმა 19.99-კილომეტრიანი აღმართი 8 წუთსა და 13.878 წამში გაიარა და წუთნახევარზე მეტით გააუმჯობესა შარშან, ახალზელანდიელი რის მილენის მიერ დამყარებული რეკორდი.
მაგრამ კითხვაზე, აპირებს თუ არა კიდევ ერთხელ სცადოს ლეგენდარული რბოლის დალაშქვრა, ლოებმა მიუგო, რომ ეს ტრასა იმდენად სახიფათოა, რომ მასზე გამოსვლა ერთადერთი გამონკლისი იყო. „ჩვენ ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია. მართლა ძალიან მომეწონა აქ გამოსვლა. ვნახოთ, თუ ვინმე შეძლებს რეკორდის გაუმჯობესებას. განწყობა შესანიშნავი მაქვს, მაგრამ რისკიც მეტისმეტად მაღალია“, - ამბობს ლოები.
მილენი, ვინც საკუთარი რეკორდული დროის გაუმჯობესება კი შეძლო, მაგრამ ლოებს 49 წამით ჩამორჩა, დარწმუნებულია, რომ ლოების და „პეჟოს“ მიერ ნაჩვენები დრო მიუწვდომელია: „ისინი დაუმარცხებლები იყვნენ. წარმოუდგენელი დრო აჩვენეს. როდის გაუმჯობესდება ეს დრო? შესაძლოა, არასდროს...“

სხვათა შორის, ლოებმა „პეჟოს“ სიმულატორის მიერ ნაჩვენები, პრაქტიკულად იდეალური დრო, ორი წამით გააუმჯობესა. საინტერესოა, რას ჰყვება თავად გამარჯვებული თავის გამოსვლაზე: „სტარტამდე იმაზე ვფიქრობდე, მაქსიმალურად მივწოლოდი, თუ თავი დამეზგა და მხოლოდ გამარჯვებას დავჯერებოდი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ზღვარზე მევლო. ამ მანქანას ისეთი ჩაჭიდება აქვს, როგორც ლე მანის პროტოტიპს. აჩქარებით ფორმულა ერთის მანქანას აჯობებს. ტრასა კი, თავისი პეიზაჟით ისეთია, როგორიც რალის რბოლებში. მოსახვევებიდან ქვემეხის ჭურვივით სწრაფად გამოვდიოდი. მანქანას განსაცვიფრებელი გაწევა აქვს. ტრასის ორივე მხარეს უფსკრულია. ჩვენმა ბიჭებმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს, რათა გამარჯვებისთვის საჭირო მანქანა მოემზადებინათ. პროგრამაზე დიდი თანხა დაიხარჯა. მე მცირე შეცდომის უფლებაც არ მქონდა. 20 ძალიან რისკიანი კილომეტრი უნდა გამევლო“...

ჰამილტონს ჩემპიონობის იმედი გაუჩნდა

Lewis Hamilton now hopeful on Formula 1 title chances
2 ივლისი
ლუის ჰამილტონი თვლის, რომ „მერსედესი“ ახლა უკვე ის გუნდია, რომლის მანქანითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა სრულიად შესაძლებელია. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, მას ბრიტანეთის ეტაპზე ნიკო როსბერგის გამარჯვება აძლევს. სილვერსტოუნზე გამარჯვება თავად ჰამილტონსაც შეეძლო, მაგრამ როცა ლიდერობდა, საბურავი გაუსკდა და პელოტონის უკან გადაინაცვლა. თუმცა, ამის მიუხედავად, ფინიშთან მაინც მეოთხემ მიაღწია.