Nismo and Williams Agree to Develop
High-Performance Vehicles
29 ივნისი
„ნისანის“ სპორტული ავტომობილების შტო „ნისმო“ და
ფორმულა ერთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდ „უილიამსის“ მოწინავე
ტექნოლოგიების შტო პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებენ, რისი მიზანიც, სხვადასხვა
ტიპის სპორტული ავტომობილების შემუშავებაა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „უილიამსი“
პროექტებში გამოიყენებს აეროდინამიკაში, კომპიუტერულ მოდელირებასა და ახალი
მასალების დანერგვაში დაგროვებულ გამოცდილებას. პარტნიორები პირველ ერთობლივ
პროდუქტს მომავალ წელს გვიჩვენებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მოდელით დაიწყება
ორი კომპანიის თანამშრომლობა.