Carisma Says it Has Crafted the Most Luxurious
Land Rover Defender Interior Ever
28 ივნისი
ბრიტანული კომპანია „ქარიზმა ავტო“ ჩვეულებრივი
ავტომობილების ლიმუზინებად გადაკეთებაზეა დახელოვნებული. მისმა სპეციალისტებმა „მერსედეს-ბენცის“
ვენი „ვიანო“ ნამდვილ ლიმუზინად გადააქციეს. შემდეგ კი თვალი „რეინჯ როვერის“
ლეგენდარულ „დიფენდერს“ დაადგეს, ავტომობილს, რომელსაც კომფორტთან და მდიდრულ
ავტომობილებთან საერთო არაფერი აქვს და რომელიც ავტოგურმანებს თავისი ყველგანმავლის
შეუდარებელი თვისებებით ხიბლავს.