კვირას რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ
რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს - „ბრიჯსტოუნის“ შავი ზღვის თასს
უმასპინძლა. ჩატარდა ფორმულა „ალფას“, ლეჯენდსის, GT და მონო კლასის ავტომობილების
რბოლები. ამასთან, GT კლასი ორ - შეუზღუდავ და 2.0-ლიტრიანი ძრავების ქვეკლასებად
გაიყო, თუმცა მათი რბოლა ისევ მონო კლასთან ერთად ჩატარდა.