31 მაისი
„რენოს“ ავტომობილების ოფიციალურმა იმპორტიორმა
საქართველოში, კომპანია „ავტო სტაილმა“, ქართულ ბაზარზე განახლებულ ჰეჩბეკ
„მეგანის“ და სედან „ფლუენსის“ გაყიდვები დაიწყო. ორივე ავტომობილის მთავარი
სიახლეა ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავი და უსაფეხურო ვარიატორი CVT X-ტრონიკი,
რომლებიც საწვავის ეკონომიურ მოხმარებას და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.