New BMW Pininfarina Gran Lusso V12 Coupé Looks
More 7-Series Coupe than 8-Series
25 მაისი
არ გაგიკვირდეთ, თუ „ბეემვე“ თავის შემდეგ მე-7 სერიის
სედანს ამ სტილში შემოგვთავაზებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ექსპერიმენტები,
მითუმეტეს როცა პარტნიორად ისეთი ავტორიტეტი გყავს, როგორიც „პინინფარინაა“,
ტყუილად არ ჩატარდება. მოკლედ, კონცეპტუალური შედევრი, სახელად „გრან ლუსო V12
კუპე“, გერმანულმა კომპანიამ და იტალიურმა ატელიემ ვილა დ’ესტეს (იტალია)
ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინეს. ეს მათი ზედიზედ მეორე ერთობლივი პროდუქტია -
შარშან მათვე ამავე კონკურსზე, ასევე კონცეპტუალური „ძაგატო კუპე“ წარადგინეს, რომელიც
Z4-ის
ბაზაზე შეიმუშავეს.