23 მაისი
ფორმულა ერთში დასაბრუნებლად, „ჰონდამ“ საუკეთესო
დრო შეარჩია და „მაკლარენისთვის“ ძრავების მიწოდებას არა მომავალი სეზონიდან
დაიწყებს, როცა ძალაში ძღავების ახალი რეგლამენტი შევა, არამედ ერთი სეზონით
გვიან, როდსაც უფრო ადვილი განსასაზღვრი იქნება მეტოქე გუნდების აგრეგატების
შესაძლებლობები. ამასთან, იაპონურ კომპანიას ის ფაქტორიც დაეხმარება, რომ „მაკლარენის“
ინჟინრებს დაწვრილებითი ინფორმაცია ექნებათ „მერსედესის“ ძრავებზე, რომლებითაც მერმისს
იასპარეზებენ.