დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 23, 2013

„რენო“: „ჰონდა“ „მერსედესის“ ტექნოლოგიებით ისარგებლებს

Renault says Honda will benefit from Mercedes' F1 work
23 მაისი
ფორმულა ერთში დასაბრუნებლად, „ჰონდამ“ საუკეთესო დრო შეარჩია და „მაკლარენისთვის“ ძრავების მიწოდებას არა მომავალი სეზონიდან დაიწყებს, როცა ძალაში ძღავების ახალი რეგლამენტი შევა, არამედ ერთი სეზონით გვიან, როდსაც უფრო ადვილი განსასაზღვრი იქნება მეტოქე გუნდების აგრეგატების შესაძლებლობები. ამასთან, იაპონურ კომპანიას ის ფაქტორიც დაეხმარება, რომ „მაკლარენის“ ინჟინრებს დაწვრილებითი ინფორმაცია ექნებათ „მერსედესის“ ძრავებზე, რომლებითაც მერმისს იასპარეზებენ.

„ფორდ ფიუჟნ ენერჯიმ“ NHTSA-სგან ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა

Ford Fusion Energi Earns Top Vehicle Safety Rating from NHTSA
23 მაისი

„ფორდის“ უახლესმა პლაგ-ინ ჰიბრიდულმა სედანმა „ფიუჟნ ენერჯიმ“, აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამით (NCAP), ქრეშ ტესტები წარმატებით ჩააბარა და მისგან უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.

„ჰიუნდაი“ წყალბადზე მომუშავე „ტუსანს“ 2015 წელს გამოუშვებს

Hydrogen-Powered Hyundai Tucson to Arrive in 2015
23 მაისი

„ჰიუნდაიმ“ თავისი გეგმა გამოაქვეყნა, რომლის შესაბამისადაც, წყალბადზე მომუშავე უგზოობის კომპაქტურ „ტუსანს“ 2015 წელს გამოუშვებს. ეს ნიშნავს, რომ კორეული კომპანია გახდება პირველი მასობრივი მწარმოებელი, რომელიც წყალბადს ავტომობილის საწვავად გამოიყენებს. ოღონდ, არა შიდაწვის ძრავისთვის, არამედ ფიჭური ელემენტისთვის.

ჰამილტონი ფიქრობს, პოული გამარჯვების საშუალებას მისცემს


Lewis Hamilton says Monaco pole would allow him to lead F1 train
23 მაისი
ლუის ჰამილტონი ამბობს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მონაკოში პოულ პოზიცია მოიპოვოს, რაც მას რბოლაში იმის შანსს მისცემს, რომ უფრო სწრაფ მეტოქეებს გასწრების საშალება არ მისცეს და გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ის არ მალავს, რომ დიდი სიამოვნებით ჩაუდგება პელოტონს სათავეში. მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ეს ძნელი იქნება და ფინიშამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ლიდერობის შენარჩუნებას, თუ საბურავებს გაუფრთხილდება.

როსბერგი ორივე პრაქტიკაზე საუკეთესოა

Rosberg puts Mercedes on top in Monaco

23 მაისი
მონაკოში ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ თუ „მერსედესი“ კვალიფიკაციაში გაიმარჯვებს, რბოლის მოგების რეალური შანსიც ექნება. სწორედ „მერსედესი“ და არა კონკრეტულად მისი რომელიმე მრბოლი, რადგან პოულის მოპოვება ნიკო როსბერგსაც და ლუის ჰამილტონსაც თანაბრად შეუძლიათ. პირველმა ორმა პრაქტიკამ მათი საკვალიფიკაციო შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა. ორივეზე უსწრაფესი როსბერგი იყო, რომელმაც წინა ორი ეტაპის კვალიფიკაცია მოიგო. თანაც, ის პელოტონში ერთადერთია, ვინც წრე წუთსა და 15 წამზე ნაკლებში გაიარა. ორი პრაქტიკის ჯამში, მეორე უსწრაფესი ჰამილტონი გამოდგა, რომელმაც „ფერარის“ ორივე პილოტი მცირედით ჩამოიტოვა.