Friday, May 17, 2013

„ფორდ ფიესტა ST-მ“ ევროპაში კარგი სტარტი აიღო

Ford Fiesta ST orders off to strong start
17 მაისი
„ფორდის“ ამ პატარა და ტემპერამენტიან ავტომობილს ბაზარი მოუთმენლად ელოდა და მიღებისთანავე, ევროპელი მყიდველის საყვარელი შენაძენი გახდა. მართალია, მთელი ევროპის მასშტაბით, ორ თვეში მასზე თვეში მასზე მხოლოდ 3000 ცალი შეკვეთაა მიღებული, მაგრამ ასეთი სანიშო ავტომობილისთვის ეს ცოტა არაა. თანაც, მალე ის ამერიკაშიც შეაღწევს, სადაც სამიანის გარდა, ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარითაც გაიყიდება.

„პორშე“ თავისი ყველა მოდელის ჰიბრიდულ ვერსიებს გამოუშვებს

Porsche to Offer Hybrid Versions for All Models
17 მაისი
უკვე რამდენიმე წელია, „პორშე“ ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე მუშაობს. ზგიერთი მათგანი სრიულ წარმოებაშიც დანერგა, მაგრამ მხოლოდ ისეთ მოდელებზე, რომლებსაც დიდი ტირაჟით არ უშვებს. თუმცა, ეს სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება - კომპანიამ გამოაცხადა, რომ თავისი ყველა მოდელის ჰიბრიდულ ვერსიებს გამოუშვებს.

„ასტონ მარტინი“ „ძალიან სპეციალურ კონცეპტს“ გვიჩვენებს

Aston Martin Teases "Very Special Concept" to Be Revealed on May 19
17 მაისი
„ასტონ მარტინს“ მალე ასი წელი შეუსრულდება. და ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თავის თაყვანისმცემლებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს. როგორც ჩანს, ვიდეო ტიზერში, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ გაავრცელა, სწორედ ამ სიურპრიზზეა ლაპარაკი, რომელიც „ძალიან სპეციალურ კონცეპტადაა“ მოხსენიებული.