16 მაისი
სწორედ ასეა! „მერსედეს-ბენცმა“ საზოგადოებას გააცნო
თავისი ახალი ფლაგმანი, რომელიც თავისი წარმოების ციკლის ბოლომდე, ანუ მინიმუმ 2020
წლამდე ლუქს კლასის ყველა მოთამაშისთვის ეტალონი იქნება. მის ასეთ პოზიციონირებას
განაპირობებს როგორც ელეგანტური და ძალიან მდიდრული გარეგნობა, ასევე აღჭურვილობა
და კომპლექტაციაც - ის უამრავი ელექტრონული მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომლებიც
შეუცვლელებია როგორც კომფორტის უზრუნველსაყოფად, ასევე უსაფრთხოებისა და მართვის
გაადვილებისთვის.