დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 12, 2013

ჰამილტონს მსგავსი რბოლები აღარ სურს


Hamilton doesn’t want another race like that
12 მაისი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ აღარ სურს ისეთი რბოლები, როგორიც მისთვის გასული კვირის ესპანეთის დიდი პრიზი იყო. „მერსედესის“ პილოტმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, მაგრამ ფინიშთან მე-12 მივიდა. და ესეც ძლივს მოახერხა. „ეს ის რბოლაა, როგორში მონაწილეობასაც აღარასდროს ვისურვებ. თუმცა, ასეთია მოტორსპორტი და ვერაფერს შეცვლი“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ვერანაირად მოახერხა საბურავების ოპტიმალურად ამუშავება.

„ლამბორგინი ურუსს“ მწვანე შუქი აუნთეს

Lamborghini Urus Gets Production Green Light
12 მაისი

დაარსებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გარბენ გრანდე ჯიროს სტარტის საზეიმო ცერემონიაზე, „ლამბორგინიმ“ გამოაცხადა, რომ უგზოობის კონცეპტუალურ „ურუსს“ გამოუშვებს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კომპანიამ საზოგადოებას ერთადგილიანი კონცეპტუალური ჰიპერ ავტომობილი „ეგოისტა“ წარუდგინა.

ალონსომ ესპანური დიდი პრიზი მოიგო

Ferrari's Alonso wins Spanish Grand Prix
12 მაისი
ფერნანდო ალონსოს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი, ესპანეთის დიდი პრიზი, რითაც ტიტულისთვის ბრძოლა ახალი ძალით განახლდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაირღვა ბარსელონას ტრეკის 22-წლიანი ტრადიცია, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ რბოლას მხოლოდ ის პილოტები იგებდნენ, რომლებსაც სტარტზე მოწინავე სამეულში ეკავათ ადგილი. და რა თქმა უნდა, ამ ტრადიციის დარღვევით, ალონსომ ყველაზე მეტად ადგილობრივი ქომაგი გაახარა.