დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 10, 2013

„იაგუარმა“ შეიძლება უგზოობის ავტომობილები გამოუშვას


Jaguar Planning Q-Type SUV?
10 მაისი
ამასწინათ „იაგუარმა“ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის უგზოობის ავტომობილის გამოშვებას აპირებს. მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთი ავტომობილები მისი ნათესავი „ლენდ როვერის“ სფეროა. მაგრამ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ევროპის სავაჭრო ნიშნების ოფისმა, ბრიტანულ კომპანიას ორი ახალი ნიშანი - „Q-ტაიპი“ და XQ დაურეგისტრირა. ეს აბრევიატურები კი სწორედ ქროსოვერების და უგზოობის ავტომობილებს შეეფერება.

„ჰიუნდაიმ“ ასანის ქარხნის სახურავი მზის ელემენტებით დაფარა


Hyundai Goes Green with Photovoltaic Rooftop Powerplant
10 მაისი
სამხრეთკორეულმა კომპანია „ჰიუნდაი მოტორ კომპანიმ“ გამოაცხადა, რომ ქალაქ ასანის ქარხნის სახურავს მთლიანად მზის ელემენტებით დაფარავს. ეს იქნება სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდი მზის ელემენტების კომპლექსი. და ეს არის საავტომობილო კომპანიის გეგმის ნაწილი, რომელიც მწვანე ენერგიის ინტენსიურ გამოყენებას და ატმოსფეროში სათბურის ეფექის მქონე გამონაბოლქვის შემცირებას ითვალისწინებს.

„ფორდის“ ჰიბრიდული „ფიუჟნი“ ჰიბრიდულ „ტოიოტა ქემრის“ სჯობნის


Ford to Beat Own Yearly Hybrid Sales Record this Month, Fusion Hybrid Outsells Camry
10 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ჰიბრიდბის გაყიდვებში, წელს შარშანდელი რეკორდის გაუმჯობესებას შესძლებს. ანუ, 35 496 ჰიბრიდულ ავტომობილზე მეტს გაჰყიდის. ამ იმედს კი პირველი კვარტლის გაყიდვების დინამიკა იძლევა. უფრო მეტიც, სააგენტო ბლუმბერგი ირწმუნება, რომ ცისფერი ოვალი ამ ზღვარს მაისის ბოლოს გადალახავს. სააგენტოს მონაცემებით, ამერიკულ კომპანიას უკვე აპრილის ბოლოს 29 561 ცალი ჰიბრიდული ავტომობილი ჰქონდა გაყიდული. ამასთან აპრილში 8 481 გაჰყიდა და თუ ამ ტემპს შეინარჩუნებს, თავის რეკორდს მალე გააუმჯობესებს.

ჯერ ალონსო, შემდეგ ფეტელი

Vettel and Alonso set the pace in Spain
10 მაისი
დიდი პრიზების ქარავანი ევროპას დაუბრუნდა. პირველი გაჩერება ბარსელონაა, რომლის მონტმელოზეც, ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი ჩატარდება. ტრადიციულად, ეტაპის პირველ დღეს თავისუფალი პრაქტიკები ჩატარდა, რომლებმაც გამოავლინა, რომ მოწინავეთა რიგები უცვლელი დარჩება. ყოველ შემთხვევაში, კონკურენტუნარიანობის მხრივ, არაფრის მთქმელ სესიებზე, საუკეთესონი ისევ „რედ ბულის“, „ფერარის“ და „ლოტუსის“ მრბოლები არიან. და თუ პირველი სესიის შემდეგ, სამეულში „ტორო როსოს“ ჟან-ერიკ ვერნი გამოჩნდა, ეს მეტწილად წვიმის დამსახურებაა.