დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 9, 2013

ფორმულა 1-მა ლიცენზიების საჯარიმო ქულების სისტემა მოიწონა


Formula 1 licence penalty points system set for green light
9 მაისი
ფორმულა ერთის გუნდებმა, ხმების უმრავლესობით მოიწონეს საჯარიმო ქულების წესი, რომელიც FIA-ს მსოფლიო საბჭოს დასამტკიცებლად გადაეგზავნა. მისი განხილვა ივნისში შედგება და დამტკიცების შემთხვევაში, მომავალი სეზონიდან ამოქმედდება. ახალ წესს მხარი შვიდმა გუნდმა დაუჭირა, ოთხმა კი - „რედ ბულმა“, „ლოტუსმა“, „უილიამსმა“ და „ტორო როსომ“, ხმა წინააღმდეგ მისცა.

სუპერ „გოლფი“, რომელზეც ყველა იოცნებებს

First Photos of VW's Design Vision GTI Concept, the Golf we'd All Want to Drive
9 მაისი

ახლახანს ეს ავტომობილი ესკიზების თანხლებით გაგაცანით. ახლა კი ის რეალურადაც ვიხილეთ. მართალია, კონცეპტ „გოლფ GTI W12-ვით“ რადიკალური გარეგნობით და აღჭურვილობით არ გამოირჩევა, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო „რეალურია“ და თუ ვოლფსბურგელი მარკეტოლოგები მის პერსპექტივებს თავიანთ დროს დაუთმობენ, ვინძლო „სახალხო ავტომობილების“ მწარმოებელს, კრავის ტყავში გამოწყობილი ასეთი მგლის წარმოება გადააწყვეტინონ.

„მაზერატი“ საკუთარ „ლაფერარის“ გამოუშვებს


Maserati to launch LaFerrari-based hypercar
9 მაისი
ახალ სუპერ ავტომობილზე, იტალიური კომპანია თავისი ნათესავის V12 ძრავს გამოიყენებს, ოღონდ ჰიბრიდული აგრეგატის გარეშე. ისევე როგორც „MC12 სტრადალე“ იყო ბაზირებული „ფერარი ენცოზე“, ასევე მისი შემცვლელის ბაზისად, უახლეს „ლაფერარის“ გამოიყენებენ. სხვათა შორის, მათ, ვისაც „ლაფერარის“ შეძენა სურდათ, მაგრამ ამას ვეღარ შეძლებენ იმის გამო, რომ მარანელოელებმა წარმოების ლიმიტი შეკვეთებით უკვე ამოწურეს, ფაქტობრივად, ამ ავტომობილის „მაზერატის“ მარკით შეძენის საშუალება ექნებათ.

„რეინჯ როვერ სპორტი“ ოთხცილინდრიანი ძრავითაც აღიჭურვება

Range Rover Sport to Gain Four-Cylinder Engine
9 მაისი

„ლენდ როვერის“ პროგრამა „რეინჯ როვერ სპორტის“ მთავარი ინჟინერი სტიუარტ ფრითჰი ამბობს, რომ მომავალში „რეინჯ როვერ სპორტი“ ოთხცილინდრიანი ძრავითაც აღიჭურვება. მისი თქმით, ამის საშუალებას ინჟინრებს ის ფაქტი აძლევს, რომ ავტომობილმა წინა „სპორტთან“ შედარებით, წონაში 420 კილოგრამი დაიკლო.