დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 6, 2013

„ჰიუნდაიმ“ უგზოობის კომპაქტური „ტუსანი“ კორეისთვის გადაამუშავა


Hyundai Tosses the Wraps Off Redesigned 2014 Tucson ix in Korea
6 მაისი
„ჰიუნდაი“ მუდმივად განახლების პროცესშია. და როგორც ჩანს, მისი წარმატებების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ესა თუ ის მოდელი პოპულარობით სარგებლობს. თუ მასში თუნდაც მცირე სიახლის შეტანაა შესაძლებელი, ასეც კეთდება. მუდმივად იხვეწება კორპორატიული სტილიც. მოკლედ, კომპანია ტოტალური განახლების რეჟიმით მუშაობს.

ლატვიური სარბოლი ელექტრული პროტოტიპი პაიკს პიკზე

Latvian-Made All-Electric, AWD Racer Built to Tackle Pikes Peak
6 მაისი
ინტერნეტი, გლობალიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი სირთულის საქმეს მოჰკიდოთ ხელი და თუ ნებისყოფა და ფული გაქვთ, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, თუ პატარა ლატვიური კომპანია, რომელსაც „დრაივ-eO“ ჰქვია, პაიკს პიკისთვის რბოლისთვის სპორტული პროტოტიპის კლასის ავტომობილის დამზადებას გადაწყვეტდა და მას ელექტრული ძალური დანადგარით აღჭურვავდა. თანაც, ამ ყველაფრის გაკეთებას გარაჟის ტიპის სახელოსნოში დაიწყებდა.

პირველი თაობის „რეინჯ როვერ სპორტის“ წარმოება შეწყდა


First-gen Range Rover Sport production ends
6 მაისი
„ლენდ როვერმა“ პირველი თაობის „რეინჯ როვერ სპორტის“ წარმოება შეწყვირა, რომელიც ბაზარზე 2005 წლიდანაა. T5 პლატფორმაზე ავტომობილის ბოლო რამდენიმე ეგზემპლარმა უკვე დატოვა კომპანიის სოლიჰალის ქარხნის კონვეიერი. კომპანიის შოურუმებში, პირველი თაობის „რეინჯ როვერ სპორტის“ ადგილს მალე მეორე თაობის მოდელი დაიკავებს, რომლის პრემიერაც ახლახანს ჩატარდა.

„ბეემვე i3-ის“ გაყიდვები ივლისში დაიწყება


BMW i3 to go on sale in July
6 მაისი
„ბეემვეს“ არაოფიციალური წყაროს მიერ, ჟურნალ „ავტოქარ-ისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, საქალაქო ელექტრომობილ i3-ზე შეკვეთების მიღება ივლისში დაიწყება. იმავე წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთში ამ ავტომობილის სრულიად ელექტრული ვერსიის ფასი 35 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, იმ ვერსიისა კი, რომელიც სვლის სიშორის გასაზრდელად შიდაწვის ძრავითაც აღიჭურვება - 38 000 გირვანქა სტერლინგი.

„ვენტური“ ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდს უმიზნებს

Venturi electric world speed record car aims for 372mph
6 მაისი

ფრანგული კომპანია „ვენტური“, რომელიც თავისი კონცეპტუალური ავტომობილებით და ელექტრომობილებითაა ცნობილი, სარეკორდო ელექტრომობილს ამზადებს, რომლითაც აგვისტოში სიჩქარის რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება, რომელიც მასვე ეკუთვნის. ავტომობილი, სახელად VBB-3, სტრიმლაინერის ტიპისაა და მის შექმნაში მონაწილეობას ოჰაიოს უნივერსიტეტიც ღებულობს. პროექტის მიზანია 595 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა.

„უილიამსი“ ბარსელონაში წინსვლას მოელის


Williams expects to take a step forward in Europe
6 მაისი
„უილიამსში“ დარწმუნებულები არიან, რომ ევროპაში დაბრუნების შემდეგ, ისინი პრობლემების თანდათან მოგვარებას შეძლებენ, რაც მათს შედეგებსაც დაეტყობა. გროველებმა ეს სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს - ჯერ ქულა არც პასტორ მალდონადოს აქვს და არც ვალტერი ბოტასს.