4 მაისი
ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა შანჰაის
საავტომობილო გამოფენაზე შედგა და რიგ მიზეზთა გამო, მას ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ.
„ქროსბლიუ კუპე“ თავისი უჩვეულოდ აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა, რამაც
საავტომობილო ფორუმის ერთ-ერთ გამორჩეულ ექსპონატად აქცია. ის არის ჰიბრიდული
აგრეგატით აღჭურვილი და რაც მთავარია, მალე გერმანული კომპანიის ისედაც დიდ სამოდელო
გამას შეავსებს.