3 მაისი
„ალფა რომეომ“ გამოაცხადა, რომ 2015 წლის ბოლოს უგზოობის
ავტომობილს გაგვაცნობს, რომელსაც ბაზარზე მომდევნო წელს გამოუშვებს. ეს
ინფორმაცია, იტალიური კომპანიის ბრიტანული შტოს შეფმა დემიენ დალიმ, „ტელეგრაფის“
მიერ მოწყობილ „ფესტივალ მოტორინგზე“ გაავრცელა. მანვე დასძინა, რომ „კრაისლერის“
მფლობელობამ, „ფიატისთვის“ უგზოობის ავტომობილის წაროებისთვის საჭირო ტექნოლოგიები
ხელმისაწვდომი გახადა.