2 მაისი
ფორმულა ერთის გუნდები ესპანეთის დიდი პრიზის დროს
ჩაატარებენ შეხვედრას, რომელზეც მრბოლთა საჯარიმო ქულების სისტემის შემოღებაზე
იმსჯელებენ. შეხვედრას FIA-ს რბოლების დირექტორი ჩარლი უაითინგი
დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ავტოსპორტი“ ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ასევე მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელი
ტესტების კალენდრის შედგენაზე იმსჯელებენ.