Meet Sébastien Loeb's Peugeot 208 T16 Pikes Peak
Challenger
15 აპრილი
ფრანგული ლომები ისევ პაიკს პიკის დასაპყრობად
ემზადებიან. ამისთვის შესანიშნავი მესაჭე ჰყავთ სებასტიან ლოების სახით. და მას
შესაფერისი მანქანაც მოუმზადეს. „პეჟოს“ ეს ლეგენდარული რბოლა ორჯერ - 1988 და
1989 წლებში აქვს მოგებული. პირველად საჭესთან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფინელი
არი ვატანენი იჯდა, მეორედ კი პაიკს პიკის ამერიკელი ლეგენდა, მისი რვაგზის
გამარჯვებული რობი ანსერი. ტრიუმფატორი ავტომობილი კი „პეჟო 405 T16“ იყო.