დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 6, 2013

ბათუმში ავტოდრომი აშენდება

5 აპრილი
ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე ავტოდრომი აშენდება. ამ საქმეს არასამეწარმეო იურიდიული პირი „ბათუმის ავტოდრომი“ და აჭარის საავტომობილო ფედერაცია უძღვებიან, რომლებსაც ბათუმის თვითმმართველობის მხარდაჭერა აქვთ. გამოყოფილია მიწა, რომელზეც ავტოდრომი აშენდება.

დათა ქაჯაიამ ახალი სეზონი გამარჯვებებით დაიწყო


პირველი ქართული დუბლი ევროპაში
6 აპრილი
პირველი ქართული დუბლი ევროპაში; მარცხნივ კონსტანტინე კოლიაშვილი, შუაში დათა ქაჯაია
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში (ბურგუნდია) სტარტი აიღო ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა სერიამ, რომელიც შარშან ქართველი დათა ქაჯაიას ტრიუმფით დასრულდა. სერიის კალენდარში ისევ შვიდი ეტაპი შედის, რომელთაგან ექვსი ფრანგულ ავტოდრომებზე ჩატარდება, ერთი კი ბრიტანულ ბრენდს ჰეჩზე.

სედანი CTS - „კადილაკის“ ახალი ფლაგმანი

2014 Cadillac CTS Detailed, New Vsport gets 420HP Twin-Turbo V6
6 აპრილი
„კადილაკს“ რამდენიმე წლის განმავლობაში, სერიოზული კრიზისი ჰქონდა. მაგრამ „ჯენერალ მოტორსის“ ლუქს ბრენდს მისი დაძლევის ეფექტური გზა აქვს არჩეული, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიუ იორკის ავტო შოუზე, სადაც მესამე თაობის საშუალო ზომის სედანი CTS წარადგინა. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ ამ ავტომობილს წარმატებული მომავალი უწინასწარმეტყველა.

„ლენდ როვერი“ ღია „ევოუკს“ არ გამოუშვებს


Evoque Convertible Won't Be Made, Instead May Get a Panoramic Roof That Opens
6 აპრილი
„რეინჯ როვერ ევოუკის“ ღია კონცეპტუალური ვერსია, რომელიც „ლენდ როვერმა“ ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა, კონცეპტუალურ ავტომობილადვე დარჩება. ამ ავტომობილის პრემიერაზე, ბრიტანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის წარმოების დაწყების გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოფენაზე და მის შემდგომ მიღებულ გამოხმაურებებს შეისწავლიდა. სამწუხაროდ, როგორც გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ იუწყება, ავტომწარმოებელმა, ღია „ევოუკის“ წარმოებას წითელი აუნთო.