Tuesday, March 26, 2013

„ფოლკსვაგენმა“ სერიული ელექტრომობილი e-up! გვიჩვენა


VW Presents e-up! Production EV, Travels up to 150km on a Single Charge
26 მარტი
„ფოლკსვაგენის“ პირველი სერიული ელექტრომობილი, მინიატურული e-up! გახდება. გერმანულმა კომპანიამ ეს ავტომობილი პირველად თავის ინვესტორთა კონფერენციაზე, ვოლფსბურგში წარადგინა, მის მსოფლიო პრემიერას კი ფრანკფურტის მოტორ შოუზე გეგმავს.

მასას სჯერა, რომ გამარჯვებასთან ახლოსაა


Felipe Massa believes he is on the brink of ending winless F1 run
26 მარტი
ფელიპე მასა დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში შეძლებს გამარჯვების გემოს გახსენებას. ამის იმედს კი „ფერარის“ მანქანის კონკურენტუნარიანობა აძლევს. მასას ბოლო გამარჯვება 2008 წლის ბრაზილიის დიდ პრიზზე აქვს მოპოვებული, მაგრამ მას შემდეგ, ფერნანდო ალონსოს ჩრდილში იმყოფება. მის შედეგებზე უარყოფითი გავლენა ყველაზე მეტად იმ მძიმე ავარიამ მოახდინა, რომელიც 2009 წლის უნგრული რბოლის კვალიფიკაციაზე მოუვიდა.

„ფორდმა“ „მუსტანგის“ 50 წლის იუბილეს სპეციალური ლოგო მიუძღვნა


Ford Reveals Special Logo to Commemorate Mustang's 50th Anniversary
26 მარტი
„მუსტანგი“ უდაოდ „ფორდის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელი, მისი სიმბოლოა და ბუნებრივია, ცისფერი ოვალი მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. სწორედ ამიტომ, ამ მასქლ ქარის 50 წლის იუბილეს სპეციალური ლოგო მიუძღვნა. ოღონდ, ამ ლოგოს გამოყენება მარტო ავტომობილებისთვის არაა განკუთვნილი. მას სხვადასხვა ნაწარმზე დაიტანენ, ისეთებზე, როგორებიცაა ტანსაცმელი, საათები, სათამაშო ავტომატებიც კი.

„რეინჯ როვერ სპორტს“ ჯეიმს ბონდი წარმოგვიდგენს

Land Rover Drops New Shots of Range Rover Sport Before Today's Reveal with Daniel Craig

26 მარტი
თითზე ჩამოსათვლელი საათები დარჩა „ლენდ როვერის“ უახლესი „რეინჯ როვერ სპორტის“ მსოფლიო პრემიერამდე. ბრიტანულმა კომპანიამ აქამდე ეს ავტომობილი, რომ იტყვიან, გზადაგზა გვაცნო ფოტო ტიზერების და ინფორმაციის მცირე ულუფების სახით. ამჯერად, ინტერნეტში ამ ავტომობილის კიდევ რამდენიმე, ამჯერად არა ტიზერი, არამედ პაპარაცული ფოტო გავრცელდა, რომლებიც საპრეზენტაციო ბროშურიდანაა გადაღებული. ამ ფოტოებზე მანქანის უკანა ნაწილი, სალონი და წინა ფარია გამოსახული.