Saturday, March 23, 2013

„ბეემვე“ ახალ ჩინურ ქვე-ბრენდს ქმნის

BMW to Launch New Sub-Brand for China to Comply with Government Regulations
23 მარტი

„ბეემვე“ და მისი ჩინელი პარტნიორი „ბრილიანს ავტო“, სრულიად ახალ ქვე-ბრენდს აყალიბებენ, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ, ჩინურ ბაზარზე იმუშავებს. ჩინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილები, რომლებიც ამ ბრენდით გაიყიდება, ბავარიული კომპანიის მე-3 სერიის წინა თაობის პლატფორმაზე აიგება. იმავე ინფორმაციით, ახალი ერთობლივი კომპანია უკვე რეგისტრირებულია და მისი სახელია „ჟი ნუო“, რაც ითარგმნება, როგორც დაპირება. ოღონდ, მთელ ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც გერმანული კომპანია ადასტურებს და არც ჩინური.

„პირელი“ ამბობს, რომ საბურავები გამაღლდება და დავიწროვდება

Pirelli Says Tires of the Future Will Be Tall and Skinny
23 მარტი
ავტომწარმოებლები ყველა იმ კონსტრუქციული თავისებურების გამოყენებას ცდილობენ, რომელთა წყალობითაც, მათი ავტომობილი უფრო ეფექტურები გახდება. ერთ-ერთი ამ თავისებურებათაგან, საბურავების აგებულების რადიკალურად შეცვლაა. ანუ, სხვანაირი უნდა იყოს მათი ზომები და შესახედაობა. „პირელიში“ თვლიან, რომ ევროკავშირის რეგულაციების მნიშვნელოვანი გამკაცრების გამო, საბურავების მწარმოებლებს ახალი გზების ძებნა მოუწევთ იმისათვის, რომ საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწიონ.

ლოები პაიკს პიკზე „პეჟოთი“ იასპარეზებს

Sebastien Loeb to contest 2013 Pikes Peak with Peugeot
23 მარტი

რალიდან ჯერ ბოლომდე არწამოსულ სებასტიან ლოებს რბოლები სწყურია. ლე მანის რბოლაში გამოსვლა სურდა, მაგრამ მისმა გუნდმა სპონსორები დროულად ვერ მოიზიდა და ამ სურვილის შესრულების გადადება მოუწევს. სამაგიეროდ, პაიკს პიკის აღმართზე ასპარეზობის საშუალება მიეცა, რბოლაში, რომელზეც რალის ბევრ მსოფლიო ჩემპიონი გამოსულა.

ფეტელი მალაიზიაშიც რბოლას პოულიდან დაიწყებს

Vettel secures pole at rain-hit Sepang
23 მარტი
ისევ ფეტელი, ისევ წვიმაში... რა იქნება რბოლაში, ამაზე კვალიფიკაციის მიხედვით მსჯელობა ძნელია. წინა ორ რიგში გადანაწილებული ორი „ფერარი“ წინ ბევრს არ გაუშვებს. რა თქმა უნდა, თუ მათზე სწრაფები არ არიან. რაიკონენი მეათეა... არა, მეშვიდე დრო ჰქონდა, მაგრამ კვალიფიკაციის მიწურულს, მასას გზაზე ცუდად გადაეღობა, რაც სტიუარდებმა არ მოუწონეს და სამი ადგილით ჩააჩოჩეს. ჰო, კიდევ, „მერსედესის“ ბიჭებიც აქვე არიან, მაგათგან კი ყველაფერი მოსალოდნელია.